ინფრასტრუქტურა როგორც სერვისი (IAAS)

ინფრასტრუქტურა როგორც სერვისი (Infrastructure as a Service - IaaS) წარმოადგენს გამოთვლითი ინფრასტრუქტურის მოდელს ღრუბლოვან გარემოში, რომელიც წარმოდგენილია და იმართება მოშორებულად ინტერნეტის საშუალებით. IaaS მომსახურებით მომხმარებელი სერვისის სახით იღებს  ვირტუალური მანქანებით (Linux და Windows ოპერაციული სისტემები), ქსელური კომპონენტებით (Virtual Networks, VPN Gateways, Firewalls), მონაცემთა სანახი სივრცით და ინფორმაციული უსაფრთხოების კომპონენტებით სარგებლობის და მართვის შესაძლებლობას.

IaaS სერვისის უპირატესობებია:

  • IT ხარჯების შემცირება, ოპტიმიზაცია და ფულადი ნაკადების მაჩვენებლის გაუმჯობესება - შესაძლებელია ფიზიკური სერვერების შეძენასთან და სასერვერო ინფრასტრუქტურის განახლებასთან დაკავშირებული ერთიანი საინვესტიციო ხარჯების შემცირება

  • მონაცემთა უსაფრთხოება და დაცულობა - თანამედროვე სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისად მოწყობილი და მართულ გარემო, ასევე მუდმივად განახლებადი და ლიცენზირებულ კომპონენტებზე განთავსებული სერვისები, ამცირებს ინფორმაციის გაჟონვისა და მასზე არასანქცირებული წვდომის რისკებს
  • მონაცემთა ხელმისაწვდომობის მაღალი მაჩვენებელი (99.8%) - მდგრად ტექნოლოგიურ პლათფორმაზე აგებული სერვისები, დუბლირებული რესურსები და სტანდარტის შესაბამისად მართული სერვისები, უზრუნველყოფს სერვისის ხელმისაწვდომობის მაღალ მაჩვენებელს
  • საფასურის გადახდის მოქნილი პირობა - მომხმარებელს საშუალება აქვს გამოყენებული რესურსების პროპორციულად განახორციელოს მომსახურების ყოველთვიური საფასურის გადახდა, ანუ გადაიხადოს მხოლოდ იმ რესურსების ღირებულება, რასაც გამოიყენებს
  • IT ოპერაციების ოპტიმიზაცია - ღრუბლოვანი გარემო საშუალებას გაძლევთ, დაიცვათ თქვენი ორგანიაცია გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან, უზრუნველყოთ სერვისებზე წვდომის მაღალი მაჩვენებელი და დინამიურად ცვალოთ ორგანიზაციის ფუნქციონირებისთვის საჭირო რესურსი

რას გთავაზობთ?

იუ-ჯი-თი-მ საქართველოში პირველად დანერგა Microsoft Azure Stack ჰიბრიდულ ღრუბლოვან პლათფორმაზე აგებული IaaS  სერვისი.

ჩვენ გთავაზობთ UGT Cloud-ის მონაცემთა დამუშავების ცენტრში განთავსებულ როგორც Azure Stack HUB, ასევე VMware პლატფორმებზე დაფუძნებულ, მაღალი წარმადობის მქონე, მასშტაბირებად, სტაბილურ და საიმედო ღრუბლოვან გარემოს.

ჩვენი Azure Stack ჰიბრიდულ ღრუბლოვანი პლათფორმა უზრუნველყოფს IaaS მომსახურების მაღალ მდგრადობას და მომხმარებელს საშუალებას აძლევს  გლობალური Azure-ის მსგავსი IaaS სერვისი მიიღოს ლოკალურად საქართველოში,  მაღალი სისწრაფით და ქსელის დაბალი დაყოვნებით და არ იყოს დამოკიდებული გლობალური ინტერნეტ შეერთების დაყოვნებასა თუ მდგრადობაზე, ამასთან გამოიყენოს დაგროვილი ცოდნა როგორც Azure Stack HUB, ასევე Global Azure-თან მუშაობისთვის

IaaS სერვისი იუ ჯი თი- პროფესიულ სერვისებთან ერთობლიობაში საშუალებას მისცემს ბიზნესს დაკონცენტრირდეს მისთვის პროფილურ საქმიანობაზე და საკუთარი IT მიმართულება მიანდოს პროფესიონალებს, რითაც დაზოგავს რესურსს და ამასთანავე, გააუმჯობესებს IT სერვისებს.