IT როგორც სერვისი (ITaaS)

IT სისტემების მართვა როგორც სერვისი (ITaaS) აერთიანებს ბიზნეს პროცესების მართვისათვის საჭირო ყველა ძირითად IT სისტემას, მათი მხარდაჭერის და მართვის სერვისს, როგორც ერთ მომსახურებას.

ITaaS მომსახურების პაკეტი მოიცავს შემდეგ სისტემებსა და მომსახურებას:

  • კორპორატიული ქსელის მართვა როგორც სერვისი
  • ელექტრონული ფოსტა როგორც სერვისი
  • საზიარო ფაილების სანახი როგორც სერვისი
  • VoIP ტელეფონი როგორც სერვისი
  • უსაფრთხოების მართვა  როგორც სერვისი
  • ანტივირუსული დაცვა როგორც სერვისი
  • მომხმარებლის ოპერაციული სისტემების, საოპერაციო გარემოს, კომპიუტერული და პერიფერიული მოწყობილობების მხარდაჭერა (Desktop Support)
  • მოშორებული სამუშაო გარემო როგორც სერვისი (Remote Desktop Services)
  • Thin/Zero Client მოწყობილობები როგორც სერვისი

 

რას გთავაზობთ?

იუ-ჯი-თი გთავაზობთ ITaaS მომსახურებაში შემავალი სისტემების განთავსებას, მხარდაჭერას და მართვას, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, მაღალმდგრად დაცულ ღრუბლოვან გარემოში. მისი დახმარებით ორგანიზაციები შეძლებენ კონცენტრირება მოახდინონ ძირითად საქმიანობაზე და ნაკლები დრო დაუთმო IT სერვისებისა და პროცესების მართვას.

ITaaS მომსახურების საშაულებით შეძლებთ გაზარდოთ თანამშრომელთა პროდუქტიულობა, შეამციროთ ხარჯები და გადაიხადოთ მხოლოდ გამოყენებული რესურსების მიხედვით:

  • კომპანია სარგებლობს დაქირავების პრინციპით და არ უწევს გაიღოს ერთჯერადი ხარჯები კომპიუტერული ტექნიკის თუ პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიების შეძენის მიზნით. 
  • უდმივად განახლებადი IT სისტემები, ტექნიკისა და მომსახურების სრული პაკეტის საშუალებით, შესაძლებელია IT ხარჯების პროგნოზირება.

 ITaaS მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება ყოველთვიური პრინციპით კომპანიის თანამშრომელთა რაოდენობის და არჩეული ITaaS მომსახურების პაკეტში შემავალი სისტემების მიხედვით. გადახდის ეს მოდელი საშუალებას მოგცემთ, თქვენი ბიზნეს საჭიროებიდან გამომდინარე, შეცვალოთ მომსახურების პაკეტის კომპონენტებისა თუ თანამშრომელთა რაოდენობა და გადაიხადოთ მხოლოდ გამოყენებული რესურსის მიხედვით.

 

როგორი ტიპის კომპანიებისთვის არის განკუთვნილი IBM Qradar?