მონაცემთა რეზერვირება როგორც სერვისი (BaaS)

მონაცემთა რეზერვირება როგორც სერვისის ფარგლებში (Backup as a Service – BaaS), სერვისის მომწოდებელი უზრუნველყოფს ორგანიზაციას მონაცემთა რეზერვირებისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფით, მონაცემთა სანახი სივრცით და პროცესების მართვის სერვისით.

 მონაცემთა რეზერვირება როგორც სერვისი (Backup as a Service - BaaS ) დღევანდელ რეალობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სერვისია, რომლის მთავარი დანიშნულებაა დაიცვას მომხმარებლის ინფორმაცია (ბიზნესი ან პირადი მონაცემები) დაკარგვისგან, დაზიანებისგან ან განადგურებისგან, რაც შესაძლებელია გამოწვეული იყოს მომხმარებელთა შეცდომებით, კიბერ შეტევით, მონაცემთა სანახი აპარატურის მწყობრიდან გამოსვლით ან სხვა ტექნოლოგიური და ბუნებრივი კატასტროფით.

BaaS სერვისის უპირატესობებია:

  • მოქნილობა -  მოხმარებელს საშუალება ეძლევა თავი დაიზღვიოს ინფორმაციის დაკარგვის, დაზიანებისა და განადგურებისაგან, კონცენტრირება მოახდინოს საკუთარ ბიზნეს საქმიანობაზე და აღარ დახარჯოს ფინანსური თუ ადამიანური რესურსი მონცემთა რეზერვირებაზე.

  • უსაფრთხოება - BaaS სერვისის მეშვეობით მოხმარებლის მონაცემების რეზერვირება და შენახვა ხორციელდება დაშიფრულად და მომხმარებელს საშუალება აქვს ნებისმიერი სახის რისკის დროს უზრუნველყოს მონაცემთა დროული აღდგენა.
  • მარტივი აღდგენა - BaaS მომსახურების ფარგლებში მუდმივად ხელმისაწვდომია მონაცემთა სარეზერვო ასლები და დროის მოკლე მონაკვეთში შესაძლებელია მონაცემთა აღდგენა, რაც ამცირებს ბიზნეს პროცესების შეფერხების დროს.
  • ხარჯების შემცირება და ოპტიმიზაცია - BaaS მომსახურებით მომხმარებლებს აღარ უწევთ დიდი მოცულობის თანხების ინვესტირება რეზერვირების სისტემებში, არამედ ყოველთვიური გადახდის პრინციპით, კლინტი ხარჯავს ზუსტად იმ თანხას, რაც საჭიროა მონაცემთა სარეზერვო ასლების კონკრეტულ მომენტში შენახვისათვის. ამასთან, მომხმარებელს არ უწევს ბიზნეს ინფორმაციის გაზრდის მოლოდინის გამო დროის კონკრეტულ მომენტში ინვესტირება გააკეთოს ადგილობრივ ინფრასტრუქტურის საჭიროზე მეტ მოცულობებში და დროგარკვეულ მონაკვეთში აუთვისებელი ქონდეს ლოკალური რესურსი.

რას გთავაზობთ:

იუ-ჯი-თი, საქართველოში პირველად,  კომპანიებს სთავაზობს მონაცემთა რეზერვირებ როგორც სერვისს, რომლის ფარგლებში ორგანიზაციებს არ მოუწევრეზერვირების გადაწყვეტილების საკუთარ ლოკალურ გარემოში დანერგვა და მართვა. ჩვენ გთავაზობთ სრულ მომსახურებას - პროგრამული უზრუნველყოფის, მონაცემთა სანახი სივრცის და პროცესების მართვის ჩათვლით.

  ჩვენი უპირატესობებია:

  • თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალი დონის ხელმისაწვდომობას და უსაფრთხოებას;
  • კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება რეზერვირების, მონაცემთა სანახი და სხვა კრიტიკული IT გადაწყვეტილებების შემუშავებაში და დანერგვაში.
  • IT სფეროში წამყვან ვენდორებთან (Microsoft, HP, Dell EMC, Cisco, Checkpoint) მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და მაღალი საპარტნიორო სტატუსი;
  • IT კომპლექსური პროცესების სტანდარტების შესაბამისად მართვის შესაძლებლობა;
  • ბაზარზე არსებული რეზერვირების ერთ-ერთი საუკეთესო გადაწვეტილება, მაღალი სანდოობა, უსაფრთხოების მაღალი დონე და მონაცემთა დაცულობა;
  • მაღალკვალიფიციური ტექნიკური გუნდი;
  •  მაღალი RTO, RPO სერვისის დონე;