მოშორებული სამუშაო გარემო როგორც სერვისი (RDaaS)

მოშორებული სამუშაო გარემო როგორც სერვისი (Remote Desktop as a Service - RDaaS) მომხმარებლებს და ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს დისტანციურად იმუშაონ ცენტრალიზებულ, მაღალწარმად სამუშაო გრარემოში, სხვადასხვა ტიპის ტექნიკისა თუ ოპერაციული სისტემის გამოყენებით.

RDS სერვისის მოხმარების უპირატესობებია:

  • მოქნილი სამუშაო გარემო თანამშრომლებისთვის და გაზრდილი შრომისუნარიანობა - RDS სერვისის მეშვეობით კომპანიას აქვს შესაძლებლობა შექმნას მოქნილი სამუშაო გარემო. ასევე, ყველა თანამშრომელს ძლევა სისტემებისა და აპლიკაციების უახლესი ვერსიით სარგებლობის საშუალება
  • ოპერაციების შესრულებისთვის შემცირებული დრო - RDS სერვისით თანამშრომელი იღებს მაღალწარმად სამუშაო გარემოს, ვიდრე ეს სტანდარტული კომპიუტერული ტექნიკით არის შესაძლებელი
  • სწრაფად რეალიზებადი სამუშაო გარემო თანამშრომლებისთვის - RDS სერვისის მეშვეობით მინიმუმამდეა დაყვანილი თანამშრომლისთვის ახალი სამუშაო გარემოს მოწყობის დრო. ამასთან, შესაძლებელი ხდება დროის უმოკლეს ვადაში, ბიზნეს მოთხოვნების/საჭიროებების ცვლილების შემთხვევაში, გაიზარდოს ან შემცირდეს ვირტუალური სამუშაო გარემოს მახასიათებლები
  • IT ხარჯების ოპტიმიზაცია - RDS მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება გამოყენებული რესურსების პროპორციულად. ასევე, მომხმარებელთა რაოდენობის ცვლილებასთან ერთად იცვლება საჭირო RDS ლიცენზიების რაოდენობაც
  • მონაცემთა დაცულობა - ინფორმაცია განთავსებულია ცენტრალიზებულ სამუშაო გარემოში, რაც ხელს უწყობს ინფორმაციის დაცვას  და ამცირებს მონაცემებზე არასანქცირებული წვდომის რისკს

 

რას გთავაზობთ?

იუ-ჯი-თი გთავაზობთ UGT Cloud-ის მონაცემთა დამუშავების ცენტრში განთავსებულ ღრუბლოვან პლათფორმაზე დაფუძნებულ RDaaS სერვისს, რომლის საშუალებითაც ორგანიზაციები შეძლებენ უზრუნველყონ თანამშრომელთა უსაფრთხო წვდომა ცენტრალიზებულ სამუშაო გარემოში, ნებისმიერი ოპერაციული სისტემიდან და ნებისმიერი მოწყობილობით (თხელი კლიენტები, პერსონალური კომპიუტერები, ნოუთბუქები, ქრომბუქები, მობილური მოწყობილობები).

ორგანიზაციები შეძლებენ დინამიურად მართონ გამოყენებული რესურსები, ხოლო ანგარიშსწორება აწარმოონ საათის სიზუსტით.