დისტანციური სწავლებისა და კომუნიკაციის მძლავრი სისტემა - Microsoft Teams საგანმანათლებლო პროცესზე მორგებულ უნიკალურ შესაძლებლობებს გთავაზობთ. თიმსი შესაძლებელს ხდის საგაკვეთილო და სალექციო პროცესი სრულად, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, დისტანციურად წარიმართოს.
მიუხედავად იმისა, რომ დისტანციური სწავლების პრაქტიკას, ამ დრომდეც, აქტიურად იყენებდა სასწავლო დაწესებულებათა გარკვეული ნაწილი, დღეს ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცლეების გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სწავლების აღნიშნული მეთოდი და მაიკროსოფტ თიმსი, როგორც დისტანციური სწავლის პროცესის დამხმარე პლატფორმა, კიდევ უფრო აქტუალური გახდა.
სკოლები, უნივერსიტეტები, ტრენინგ-ცენტრები და პროფესიული სასწავლებლები, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, აქტიურად ცდილობენ დისტანციური სწავლის პროცესის გამართვას და ისეთი საკომუნიაკციო სისტემის შერჩევას, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული სწავლის პროცესზე, რაც საკმაოდ დიდ გამოწვევას წარმოადგენს და არაერთ სირთულესთანაა დაკავშირებული.
რას გთავაზობთ
სწორედ ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ Microsoft Teams-ის მიერ, აკრედიტირებული უნივერსიტეტებისა და სკოლებისთვის განკუთვნილ პლატფორმას, რომლის საშუალებითაც თქვენ შეძლებთ:
- მართოთ წინასაგაკვეთილო პროცესი
- დისტანციურად ჩაატაროთ გაკვეთილები და ლექციები
- გააზიაროთ ელექტრონული კონტენტი
- შექმნათ ჯგუფები და დაამატოთ საგნები
- ვირტუალურად გააზიაროთ საგაკვეთილო პროცესისთვის საჭირო ვიზუალები (სლაიდები, პრეზენტაციები)
- მიიღოთ წერილობითი და ხმოვანი უკუკავშირი
- აწარმოოთ დასწრების ანგარიშგება
თიმსი კლასების მარტივად შექმნისა და ჯგუფური ვიდეოკავშირის სეანსების გარდა, საგაკვეთილო პროცესისთვის უნიკალურ არაერთ შესაძლებლობას იძლევა, რომელსაც სხვა საკომუნიკაციო სისტემები ვერ უზრუნველყოფენ.
- სტუდენტთა შეფასების მოდელი
- ცოდნის დონის განვითარების პროცესზე დაკვირვება
- ციფრული დაფა
- ტესტების აგების, ჯგუფში ტესტირების ჩატარების და შედეგების რეპორტინგი
იუ ჯი თი-მ ჯერ კიდევ 2019 წელს მოიპოვა Microsoft Global Training Partner სტატუსი და თანამედროევ ტექნოლოგიების გამოყენებით სასწავლო პროცესის ეფექტიანობის გაზრდაში ჩვენი სერტიფიცირებული და გამოცდილი Microsoft Innovative Educator-ები დაგეხმარებიან.