იუ ჯი თი-ს სერვის ცენტრი ისეთი ავტორიზებული კომპანიების სერვის ცენტრია, როგორებიცაა: HPI, HPE, ACER, , DELL-EMC და Oracle და აკმაყოფილებს მწარმოებლების ყველა მოთხოვნას. აღნიშნული მოიცავს პარტნიორი მწარმოებელი კომპანიების მიერ დადგენილი საგარანტიო წესებით მომსახურებას. მომსახურების არეალის გაფართოების მიზნით სერვის ცენტრი სისტემატიურად მუშაობს ახალი პარტნიორების მოძიებაზე.
რას გთავაზობთ:
საგარანტიო მომსახურება გულისხმობს:
-
საგარანტიო პერიოდში დაზიანებული ტექნიკის დიაგნოსტირებას
- დაზიანებული ნაწილის შეცვლას მწარმოებლის ორიგინალი ნაწილით
- პროგრამულ უზრუნველყოფის მხარდაჭერას (თუ საგარანტიო პირობებით არის გათვალისწინებული)
ეს ყველაფერი ხორციელდება მწარმოებლის ხარჯით. ნაწილის გამოცვლის შემდეგ ტექნიკაზე საგარანტიო პირობებისრულად ვრცელდება საგარანტიო ვადის ამოწურვამდე.
სერვის ცენტრი თბილისის გარდა თავისი რეგიონალური ფილიალების საშუალებით კლიენტებს სრულფასოვან მომსახურებას საქართველოს სამ ქალაქში უწევს: ქუთაისი, ბათუმი და გორი.
იუ ჯი თი მუდმივად მუშაობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მომსახურების არეალის გაფართოებაზე. მისი მიზანია კომფორტული გარემო შევუქმნათ ჩვენს კლიენტებს, რომ მათ არ მოუწიოთ დაზიანებული ტექნიკის დიდ მანძილზე ტრანსპორტირება.
სერვის ცენტრი HPE, HPI, ACER-ს ტექნიკის მომხმარებლებს საგარანტიო ვადის 1 ან 3 წლით გაგრძელებას (მწარმოებლისმიერ დადგენილი პირობების მიხედვით) სთავაზობს.