იუ-ჯი-თი გთავაზობთ სამრეწველო ტექნოლოგიების ავტომატიზაციის ყველა ტიპის სისტემას.
ბოლო დროს ინდუსტრიების ავტომატიზაცია საკმაოდ პოპულარული ხდება, რადგან უფრო თვალნათლივ ჩანს მისგან მიღებული სარგებელი - გაზრდილი პროდუქტიულობა, მაღალი ხარისხი და უსაფრთხოება მინიმალური დანახარჯებით.
ინდუსტრიის ავტომატიზაციის სარგებელი:
გაუმჯობესებული ხარისხი და უფრო მეტი მოქნილობა წარმოების პროცესში.
ავტომატიზაციის ძირითადი დანიშნულება პროდუქტიულობის გაზრდა და ხარჯების შემცირება იყო. დღეისათვის ინდუსტრიების ავტომატიზაციის ძირითადი ფოკუსი ხარისხისა და მოქნილობის გაუმჯობესებაზე შეიცვალა. თუ აქამდე, მაგალითად, საავტომობილო ინდუსტრიაში, ძრავაში ფისტონების შეცვლა ხდებოდა ხელით 1-1.5%-მდე ცდომილებით, ახლა უკვე იგივე ამოცანა ხორციელდება ავტომატიზირებულად 0.00001%-მდე შემცირებული ხარვეზებით.