იუჯითი სახანძრო უსაფრთხოების სისტემების სრულ პაკეტს გთავაზობთ.
იუჯითის სახანძრო უსაფრთხოების სისტემების სრული პაკეტი ხანძრის ავტომატურ დეტექციას, ხმოვან შეტყბინებასა და ევაკუაციას აერთიანებს. ასევე, უზრუნველყოფს სახანძრო განგაშის დროს სავენტილაციო სისტემების, ლიფტების და სხვა დაშვების წერტილების მართვას.
- სახანძრო უსაფრთხოების სისტემა მოიცავს:
- კვამლის და თბურ დეტექტორებს
- გაზის დეტექტორებს
- ლაზერულ დეტექტორებს
- ჰაერის ანალიზატორს
- სახანძრო ღილაკსა და მაშუქს ხმოვანი სიგნალით
სხვადასხვა ტიპის დეტექტორის და სისტემაში თავმოყრილი მოწყობილობების საშუალებით, საგანგაშო სიტუაციის აღმოჩენისთანავე, სისტემა ადამიანებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებს.
განგაშის გააქტიურება შესაძლებელია როგორც ავტომატურად კვამლის და სითბოს აღმოჩენისთანავე, ასევე მექანიკურად საგანგაშო ღილაკზე თითის დაჭერით.