ადამიანური რესურსების მართვა

მორგებული სხვადასხვა სფეროს ორგანიზაციების ინდივიდუალურ საჭიროებებზე

ადამიანური რესურსების (ადამიანური კაპიტალის) მართვის ავტომატიზებული სისტემა (HRM, HCM) ადამიანური რესურსების მართვის ორგანიზაციის სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობასა და თანამშრომლების მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას ემსახურება. მისი მიზანია, ადამიანური რესურსების ელექტრონული მართვის უზრუნველყოფა, შემუშავებული პოლიტიკისა და სტანდარტების შესაბამისად.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე სისტემები მორგებულია სხვადასხვა სფეროს ორგანიზაციების ინდივიდუალურ საჭიროებებზე.

Microsoft Dynamics-ის და Oracle HCM-ის მეშვეობით, შეგიძლიათ აღმოაჩინოთ, განავითაროთ და შეინარჩუნოთ განსაკუთრებული ნიჭის მქონე კადრები, გააერთიანოთ ისინი ერთი საქმის გარშემო და შექმნათ ეფექტიანი სამუშაო გარემო.