ბიზნეს ანალიტიკა

მიიღეთ ნებისმიერი ინფორმაცია თქვენს ბიზნესზე ერთი ფანჯრის პრინციპით

ბიზნეს-ანალიტიკის სისტემა (BI) არის ტექნოლოგიების ერთობლიობა, რომელიც მონაცემთა სიმრავლეს ბიზნეს-ანალიზისთვის ღირებულ ინფორმაციად გარდაქმნის.

BI ტექნოლოგიების მეშვეობით შესაძლებელია დიდი მოცულობის სტრუქტურირებული და არასტრუქტურირებული მონაცემების დამუშავება, ანალიზი და ვიზუალიზაცია. ამასთან, დიდი მოცულობის მონაცემები სწრაფად და იოლად დამუშავდება.

UGT-ის მიერ შემოთავაზებული BI სისტემები - Oracle BI და Microsoft Power BI საშუალებას მოგცემთ ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღოთ ნებისმიერი ინფორმაცია თქვენს ბიზნესზე, ვიზუალური ანალიტიკის მეშვეობით გადმოსცეთ ბიზნესის მდგომარეობის ნათელი სურათი და კონცენტრაცია მოახდინოთ თქვენთვის მეტად მნიშვნელოვან მონაცემებზე.