კლიენტებთან ურთიერთობის მართვის სისტემა (CRM - Customer Relationship Management) საშუალებას მოგცემთ ორგანიზება გაუწიოთ კომპანიის ურთიერთობას არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან, საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.
CRM-ის ძირითადი ფუნქციაა გააანალიზოს მომხმარებლის ქცევის ისტორია კომპანიის და კლიენტების ურთიერთდამოკიდებულების გაუმჯობესების მიზნით. პროგრამა ორიენტირებულია კლიენტის ძირითად საჭიროებებზე და რეგულარულ ქცევებზე, რათა ხელი შეუწყოს გაყიდვების გაზრდას, მომსახურების პროცესის გაუმჯობესებას და შესაბამისი პროცედურების ორგანიზებას.
ჩვენს მიერ შემოთავაზებული თანამედროვე CRM გადაწყვეტილებების ცალკეული მოდულების გამოყენებით თუ მთლიანი გადაწყვეტილების დანერგვით, საშუალება გეძლევათ განავრცოთ კავშირები მომხმარებლებთან, გახადოთ თქვენი აქტივობები უფრო ეფექტიანი და დანერგოთ საუკეთესო გამოცდილების ბიზნეს პროცესები.
UGT წარმოგიდგენთ წამყვან CRM სისტემებს: Oracle CRM, Microsoft Dynamics CRM და Terrasoft BPM Online. შემოთავაზებული სისტემები დაგეხმარებათ მოიპოვოთ მომხმარებლის ნდობა და ლოიალურობა.