დოკუმენტბრუნვის მართვის სისტემა (Document Management, Enterprise Content Management) მოიცავს ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული ელექტრონული და ბეჭდური დოკუმენტების, ტექსტური, ფოტო და მულტიმედიური ინფორმაციის მოძრაობის მაორგანიზებელ და შემნახველ პროგრამულ უზრუნველყოფას.
გთავაზობთ Dell (EMC)-ის, Microsoft-ის და სხვა მწარმოებელთა გადაწყვეტილებებს, რომელთა მეშვეობითაც, ორგანიზაციის დოკუმენტებზე წვდომის და მართვის გამარტივებულ შესაძლებლობას მიიღებთ. ასევე, ადვილად შეძლებთ გარდაქმნათ ქაღალდზე დატანილი ინფორმაცია თქვენთვის მოსახერხებელ ელექტრონულ დოკუმენტად.