სერვისები

გეხმარებით კომპლექსური ინფორმაციული სისტემების დიზაინის შექმნასა და შემუშავებაში

უკანასკნელი ტენდენციების თანახმად, ორგანიზაციები ცდილობენ ისტორიულად შექმნილი სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფა ინფორმაციული სისტემის ერთიან პლატფორმაში მოაქციონ. მსგავსი მიდგომით ორგანიზაცია ამცირებს საოპერაციო ხარჯებს, ახდენს ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციას, ხელს უწყობს სერვისებისა და პროდუქტების ეფექტურად მართვას და ქმნის ერთიან სტანდარტს ცალკეულ მონაცემთა ბაზებში გაშლილი და დუბლირებულ ინფორმაციისთვის.

ჩვენი ორგანიზაცია მზად არის საკუთარი საკონსულტაციო და პროფესიული სერვისების მიწოდებით დაგეხმაროთ კომპლექსური ინფორმაციული სისტემების დიზაინის შექმნასა და შემუშავებაში.

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის კონტროლი

პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება მოითხოვს ხარისხის უმაღლეს კონტროლს. აუცილებელია განისაზღვროს, რამდენად შესაბამისობაშია ბიზნესის დაკვეთა და მიწოდებული პროგრამული პროდუქტი ერთმანეთთან.

ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად რეკომენდირებულია, პროდუქტის შექმნისა და მისი ხარისხის კონტროლის გუნდები განსხვავებული ადამიანებისგან შედგებოდეს. პროდუქტის მაღალი ხარისხი შესაძლებლობას აძლევს ბიზნესს დროულად დაინახოს დაკვეთის სუსტი მხარეები და მიიღოს წინასწარ განსაზღვრული შედეგი.

გთავაზობთ პროგრამული სისტემების ხარისხის კონტროლის სერვისს, იმ შემთხვევისთვისაც, როცა პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების გუნდი შედგება არა თქვენი თანამშრომლების მიერ, არამედ აუთსორსზე მოძიებული კადრებისგან.

პროექტის მართვა

პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების პროექტს სხვადასხვა მეთოდოლოგიით მართავენ. თანამედროვე ტენდენციების თანახმად, პოპულარულია Agile პრინციპების მისადაგება, თუმცა ხშირად გვხვდება ე.წ. Waterfall-ის ადაპტირების მცდელობაც. პრაქტიკამ აჩვენა, რომ იტერაციული, ეტაპობრივი განვითარება გაცილებით ეფექტურ შედეგეს იძლევა, ვიდრე ამოცანის სრულად ჩამოყალიბება და შემდეგ მის რეალიზაციაზე მუშაობა.

დაწყებული გუნდის ტრენინგით, დამთავრებული ინსტრუმეტების გამოყენებით, ჩვენ გვაქვს Agile პრინციპებზე დაფუძნებული Kanban და SCRUM მეთოდოლოგიებით მუშაობის დიდი გამოცდილება. ამასთან, ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროექტების მართვის საერთაშორისო სტანდარტის ორგანიზაციის, PMI-ის პროფესიონალებით. PMP სერტიფიცირებული კადრები პროექტის მართვისას გთვაზობთ PMBOK-ისა და Agile-ის ეფექტურ სინთეზს.

პროდუქტის პროგრამული განვითარების სწორად დაგეგმვა, რისკების გათვლა, რესურსების და პასუხისმგებლობის განაწილება, ძირითადი დაშვებების აღწერა, გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ჩართულობა და ეფექტური კომუნიკაცია იმ აუცილებელ პროცესთა ჩამონათვალია, რომელიც თქვენი პროექტის წარმატებით შესრულების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ზრდის.