UGT-ს სატელეკომუნიკაციო მიმართულების მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვაში, რაც მოცემულ კომპანიებს საშუალებას მისცემს შესთავაზონ მომხმარებელს განახლებული მომსახურება, გააუმჯობესონ მომსახურების ხარისხი და შეამცირონ ხარჯები.
UGT გთავაზობთ მსოფლიოში წამყვანი სატელეკომუნიკაციო კომპანიების გადაწყვეტილებებს მონაცემთა გადაცემის, მათი დამუშავებისა და დაცვის მიმართულებით.