"იუ ჯი თი" - Microsoft-ის წლის საუკეთესო პარტნიორი გაყიდვების კატეგორიაში

იუ-ჯი-თი მაიკროსოფტის საპარტნიორო კონფერენციაზე გაყიდვების მიმართულებით წლის საუკეთესო პარტნიორად დასახელდა საქართველოში. მაიკროსოფტის ოფისში კონფერენციას 155 დელეგატი სხვადახვა ქვეყნიდან ესწრებოდა.მთავარი თემა ჩვენს რეგიონში 2019 წლისთვის დაგეგმილი სიახლეები იყო. 2019 წელს მაიკროსოფტი ძირითად აქცენტს Cloud-ის მიმართულებაზე გააკეთებს. Office 365 კი კვლავ მთავარ პროდუქტად დარჩება.

ჩვენი კომპანია ამ მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას გეგმავს.

იუ-ჯი-თი აქცენტის გაკეთებას როგორც დიდ, ასევე საშუალო და მცირე ბიზნეს სეგმენტზე აპირებს. Microsoft-ის პროდუქტების ბაზაზე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შეიქმნება საბაზისო პაკეტი და ორგანიზაციებს შეეძლებათ ძირითადი ავტომატიზაციის აუცილებლობების დაკმაყოფილება. ასევე, იგეგმება Microsoft Sharepoint-ის O365-სა და Microsoft Dynamics-ის ბაზაზე .. Value Add პროდუქტების გაკეთება, რაც გულისხმობს საქართველოში არსებული მცირე და საშუალო სეგმენტისთვის კონკრეტული ბიზნეს-ფუნქციონალის შეთავაზებას.