UGT-იმ ელიტ-ელექტრონიქსში საცალო ვაჭრობის მართვის ERP სისტემა - LS Retail დანერგა

UGT-ს მიერ კომპანია ელიტ-ელექტრონიქსში დანერგილი საცალო ვაჭრობის მართვის ცნობილი ERP სისტემა - LS Retail წარმატებით ფუნქციონირებს. ევროპაში ყველაზე პოპულარული საცალო ვაჭრობის ERP სისტემის - LS Retail-ის ახალი ვერსიის გაშვება, რომელიც უახლეს ტექნოლოგიებზეა აგებული, რამდენიმე თვის წინ მოხდა.

 

LS Retail-ის დანერგვის მთავარი უპირატესობები:

  • კლიენტთა მომსახურების ხარისხის ამაღლება
  • კომპანიის ხარჯების დაზოგვა და დანაკარგების თავიდან აცილება
  • ბიზნესის სწრაფი ზრდისა და გაფართოების ხელშეწყობა
  • თანამშრომლების პროდუქტიულობის გაუმჯობესება

 

LS Retail-ის დახმარებით, მომსახურების პროცესები გაცილებით სწრაფია და ხარისხის შემცირების გარეშე, ბევრად მეტი კლიენტის მომსახურების საშუალებას იძლევა, რაც ხელს უწყობს ბიზნესის ზრდას ნაკლები დანახარჯებით. სისტემის მოქნილობა და ფართო შესაძლებლობები სრულიად მიჰყვება ბიზნესის ზრდით გამოწვეულ მოთხოვნებს. მრავალფეროვანი ფუნქციების მეშვეობით, სისტემა, თავის მხრივ, ხელს უწყობს კომპანიის განვითარებას.

LS Retail ელიტ-ელექტრონიქსის მომხმარებლებისთვის სასურველი პროდუქციის შერჩევის და შეძენის პროცესს უფრო კომფორტულს ხდის. ზრდის ინფორმირებულობას პროდუქტების მახასიათებლების შესახებ და ასევე, ამცირებს მყიდველის ჩართულობას შესყიდვის ადმინისტრაციულ პროცესებში. შესაბამისად, ჩქარდება მომსახურების პროცესი და მომხმარებელს მეტი დრო რჩება სასურველი ნივთის კომფორტული შერჩევისთვის.

სისტემის მეშვებით შესაძლებელია გაყიდვის მრავალფეროვანი არხების ერთ პლატფორმაზე გაერთიანება და სხვადასხვა არხების პროცესების ერთ მთლიან პროცესში ინტეგრაცია. მომხმარებელს უადვილდება შეთავაზებულ პროდუქციაზე წვდომა და ყიდვის პროცესი ისეთი არხებით, როგორიცაა ვებ-გვერდი, მობილური აპლიკაცია, ქოლ-ცენტრი, კიოსკი და ა. შ.

LS Retail საყოფაცხოვრებო ტექნიკის საცალო ვაჭრობის სფეროს გარდა, მსოფლიოს მასშტაბით, წარმატებით გამოიყენება ასევე სუპერმარკეტებში, სააფთიაქო ქსელებში, ტანსაცმლის და სურსათის მაღაზიებში, სასტუმროებში, რესტორნებში და საცალო ვაჭრობის სხვა სფეროებში.