ჩვენი უპირატესობები
იუ-ჯი-თი ქართულ IT ბაზარზე, პირველად, სწორედ კომპიუტერული ტექნიკის დისტრიბუციით დამკვიდრდა. 1997 წლიდან, იუ-ჯი-თი წარმატებით ატარებს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მომწოდებლის სტატუსს.
კომპანია კლიენტებს ეხმარება IT ტექნიკით მიმდინარე საჭიროებების კომფორტულად გადაჭრაში, რომელიც შემდეგში გამოიხატება:
- ინდივიდუალური მიდგომა თითოეული დამკვეთის მიმართ.
- დამკვეთის საჭიროებების და მოთხოვნების სრული გათვალისწინება.
- პროფესიული კონსულტაციები.
- მიწოდების ხელსაყრელი პირობები და ხარისხიანი მომსახურება.
- პროდუქტის ადგილზე ინსტალაცია.
- გრძელვადიანი საგარანტიო და გარანტიის შემდგომი სერვისი.
კომპანიის კლიენტების კმაყოფილება გამოწვეულია იმით, რომ იუ-ჯი-თის გააჩნია:
- ფუნდამენტალური ცოდნა კომპიუტერული ტექნიკის, საქსელო-საკომუნიკაციო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მრავალფეროვნებაში.
- IT სფეროში უახლესი პროდუქტების საფუძვლიანი ცოდნა.
- საერთაშორისო ლოგისტიკური (ტრანსპორტირება საზღვარგარეთის ქვეყნებიდან, განბაჟება, მიწოდება და ა.შ.) პროექტების მართვის მაღალი კვალიფიკაცია.
- ტექნიკის გამართვის, ინსტალაციის, საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურების მაღალი დონის სერვისი შესაბამისად სერთიფიცირებული ინჟინრების და მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე.
· იუ-ჯი-თის დამკვეთები სარგებლობენ კომპანიის მაღალკვალიფიციური სერვისით.
