რითეილ გადაწყვეტები

რითეილ გადაწყვეტები განკუთვნილია კომპანიებისთვის, რომლებიც ოპერირებენ საცალო ვაჭრობის სექტორში და მათ სამუშაო სპეციფიკაზე მორგებული ტექნოლოგიური პროდუქტები ესაჭიროებათ. რითეილ გადაწყვეტები ვაჭრობის პროცესის გამარტივებას და მოქნილობას უზრუნველყოფს.

რითეილ გადაწყვეტები მოიცავს ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა POS სისტემები, ფულის უჯრები, ბარკოდ სკანერები, ეტიკეტის პრინტერები და ელექტრონული ფასის მაჩვენებლები. იუჯითი ჩამოთვლილ პროდუქტებთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, ნაწილების შეკეთების, აღდგენის ან გამოცვლის სერვისით მხარდაჭერას გთავაზობთ.

პარტნიორები

შეთავაზება

რითეილ სექტორზე მორგებული ტექნოლოგიების მიმართულებით, იუჯითი მსოფლიოში წამყვან ვენდორებთან თანამშრომლობს, რომლებიც ბაზარზე მაღალი ხარისხის, სანდო და გამოცდილი პროდუქტებით გამოირჩევიან. ამასთან ერთად, ჩვენი გამოცდილი გუნდი სრულ პასუხისმგებლობას იღებს გამართულ სერვისზე, რაც თქვენი ბიზნეს პროცესების შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს.

ჩვენი მომხმარებლები

რითეილ გადაწყვეტების მიმართულებით ჩვენი მომხმარებლები არიან სავაჭრო ობიექტები, სხვადასხვა ტიპის მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები, საცალო გაყიდვების სფეროში მოღვაწე, როგორც მსხვილი, ასევე საშუალო და მცირე ზომის კომპანიები.