ხალხის დათვლის სისტემები

კერძო და საჯარო ორგანიზაციები, საწარმოები, სავაჭრო ობიექტები ხალხის დათვლის სისტემებს კონკრეტულ სივრცეში ადამიანების რაოდენობის გაზომვის და კონტროლის მიზნით იყენებენ. ხალხის დათვლის სისტემები ასევე, იძლევა რეპორტინგის საშუალებას, რაც მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას გვაძლევს.

ხალხის დათვლის სისტემები ორგანიზაციებს ეხმარება მიიღონ გადაწყვეტილებები, თუ როგორ გამოიყენონ სივრცე ეფექტურად, გაზარდონ გაყიდვები, გააუმჯობესონ მომხმარებელთა გამოცდილება, მართონ რიგები უფრო ეფექტურად ან უზრუნველყონ უსაფრთხოება.

პარტნიორები

შეთავაზება

იუჯითის ხალხის დათვლის თანამედროვე, უახლეს სისტემებს გთავაზობთ. ორგანიზაციებს, საწარმოებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ ხალხის დათვლის სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებები, როგორიცაა ვიდეოკამერები, თერმული სენსორები, ლაზერული სენსორები და სხვა.

ჩვენი გამოცდილი სპეციალისტები დაგეხმარებიან დააკვირდეთ მომხმარებელთა ქცევას და ასევე, იზრუნოთ საკუთარი კლიენტების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე.

ჩვენი მომხმარებლები

ჩვენი მომხმარებლები არიან სავაჭრო ცენტრები, სატრანსპორტო კომპანიები, რომელთაც სურთ აკონტროლონ მგზავრების ნაკადი, სასტუმროები, საჯარო ობიექტები, ჯანდაცვის ობიექტები. ასევე, ხალხის დათვლის სისტემებით სარგებლობენ სხვა მსხვილი და საშუალო ზომის, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში მოღვაწე ორგანიზაციები.