ჩვენ

27
წელი ტექნოლოგიებში
14877
განხორციელებული პროექტი
3254
კმაყოფილი კლიენტი
73
პარტნიორის ნდობა

კომპანიის შესახებ

იუჯითი საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელიც 27 წელზე მეტია წარმატებით მოღვაწეობს და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები. იუჯითის მისიაა დაეხმაროს ორგანიზაციებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და ციფრულ ტრანსფორმაციაში. ჩვენ გაგვაჩნია ტექნოლოგიების და კომპეტენციების სრული სპექტრი, ორგანიზაციების ციფრული ტრანსფორმაციის უზრუნველსაყოფად. კერძო და საჯარო ორგანიზაციებში ვნერგავთ როგორც IT ინფრასტრუქტურულ სისტემებს, ასევე ფრონტალურ ბიზნეს-აპლიკაციებს, ხოლო, საკუთარი დატა ცენტრის მეშვეობით, ორგანიზაციებს ვაწვდით Microsoft Azure Stack-ზე დაფუძნებულ უახლეს ქლაუდ სერვისებს.

image

წლების განმავლობაში იუჯითიმ შეიმუშავა სერვისები და გადაწყვეტები, რომლებიც მორგებულია მსხვილი, მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციების საჭიროებებზე, აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს და ინარჩუნებს მოქნილობას თანამშრომლობის პროცესში. დღეს კომპანიას აქვს პროდუქტების, სერვისების და გადაწყვეტების ფართო არჩევანი ნებისმიერი ზომისა და ტიპის ორგანიზაციისთვის. იუჯითიმ არაერთი მასშტაბური და სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი განახორციელა დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით. უნიკალური ექსპერტიზით და საუკეთესო გამოცდილებით კი, კომპანიამ მომხმარებლების და პარტნიორების მხრიდან მაღალი ნდობა მოიპოვა. დღეს ჩვენ გვყავს 70-ზე მეტი საერთაშორისო პარტნიორი და ვაგრძელებთ მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლების უმაღლესი საპარტნიორო სტატუსების შენარჩუნებას. მათ შორისაა HPE, Dell Technologies, Acer, HP, Microsoft, Check Point, IBM, Oracle და სხვა ცნობილი კორპორაციები. უმაღლესი საპარტნიორო სტატუსების გარდა, მივიღეთ მრავალი ჯილდო ჩვენი ვენდორებისგან, როგორებიცაა ყველაზე ინოვაციური პარტნიორი, წლის საუკეთესო პარტნიორი და საუკეთესო კომპეტენციის მქონე პარტნიორის ჯილდო.

image

ჩვენი ექსპერტები

იუჯითი, ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის, მაღალი კვალიფიკაციის მქონე, სერთიფიცირებული არქიტექტებით და ინჟინრებით გამოირჩევა. ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ისწრაფვის პროფესიული განვითარებისკენ და იუჯითის მხარდაჭერით, მუდმივად ეუფლებიან იმ უახლეს სპეციალიზაციებს, რომლებსაც ჩვენი პარტნიორების თანამედროვე გადაწყვეტები მოითხოვს.

მენეჯმენტი

ერმილე სულაძე

იუ-ჯი-თი ჯგუფის ვიცე პრეზიდენტი, გენერალური დირექტორი

გურამ ხოჯანაშვილი

იუ-ჯი-თი ჯგუფის ვიცე პრეზიდენტი, პერსონალური სისტემებისა და სექტორული გადაწყვეტების დეპარტამენტის დირექტორი

ირაკლი ასლანიშვილი

გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე

შიო ხეცურიანი

მრჩეველი, ჰოსფითალითი მიმართულების დირექტორი

ინგა კუპატაძე

გენერალური დირექტორის მოადგილე, იუ-ჯი-თი ჯგუფის მარკეტინგის დირექტორი

ზურაბ ჩომახაშვილი

გენერალური დირექტორის მოადგილე, IT ინფრასტრუქტურისა და კიბერ უსაფრთხოების სისტემების დეპარტამენტის დირექტორი

ადამ გამყრელიძე

იუ-ჯი-თი ჯგუფის ფინანსური დირექტორი

ნიკა გაბელაია

გენერალური დირექტორის მოადგილე, პროგრამული უზრუნველყოფის და სერვისების მიმართულების დირექტორი

ლევან დავითულიანი

გენერალური დირექტორის მოადგილე, ელექტროობისა და შენობების მართვის სისტემების მიმართულების დირექტორი

შოთა აბრამიშვილი

გენერალური დირექტორის მოადგილე

მამუკა სამხარაძე

IT სერვისების ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორი

ზურაბ მაღრაძე

ბიზნესის განვითარების დირექტორი

გიორგი ზურაბიშვილი

გენერალური დირექტორის მოადგილე

-
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
2002
2001
2000
1998
1997
Logo 2023

იუჯითის Dell Technologies-სგან Exceptional Services Delivery Performance 2023 ჯილდო გადაეცა.

Logo 2023

იუჯითიმ კომპანია ChekPoint-ისგან პრესტიჟული Elite პარტნიორის სტატუსი მოიპოვა, ხოლო კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელმა ვატო ჩანტლაძემ ყველაზე მაღალი სტატუსი - Master Elite მიიღო.

Logo 2023

იუჯითიმ კომპანია Cisco-ს “Advanced Enterprise Networks Architecture Specialization“ მოიპოვა.

Logo 2023

იუჯითის მონაცემთა ცენტრის საინჟინრო სისტემების არქიტექტი და მიმართულების ხელმძღვანელი მიხეილ მჭედლიშვილი, Uptime Institute-ის Accredited Tier Designer გახდა.