კიბერ უსაფრთხოების მართვის ჩარჩოს აუდიტი

კიბერუსაფრთხოების მართვის ჩარჩოს აუდიტი შეფასების პროცესია, რომელიც ორგანიზაციის კიბერუსაფრთხოების მართვის ჩარჩოს აფასებს, რათა დადგინდეს, არის თუ არა ის ეფექტური, ასევე რამდენად შეესაბამება ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკას და შესაბამის სტანდარტებს.

აუდიტი, როგორც წესი, მოიცავს ორგანიზაციის კიბერ უსაფრთხოების პოლიტიკის, პროცედურების და კონტროლის კომპონენტების შეფასებას, რათა დადგინდეს არის თუ არა ისინი ყოვლისმომცველი, განახლებული და ორგანიზაციის რისკების შესაბამისი.

კიბერ უსაფრთხოების მართვის ჩარჩოს აუდიტი, ასევე, აფასებს ორგანიზაციის უსაფრთხოების მართვის სტრუქტურას, რისკის მართვის პრაქტიკას, უსაფრთხოების ცნობიერების დონეს, ინციდენტებზე რეაგირების შესაძლებლობებს და მესამე მხარის უსაფრთხოების მართვის პრაქტიკას.

შეთავაზება

იუჯითი, კიბერუსაფრთხოების მართვის ჩარჩოს აუდიტის ფარგლებში, თქვენი ორგანიზაციის კიბერ უსაფრთხოების პროგრამაში პოტენციური მოწყვლადობისა და სისუსტეების იდენტიფიცირება და მისი ეფექტურობის გაუმჯობესების რეკომენდაციების მიწოდებას გთავაზობთ.

იუჯითის გამოცდილი და კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით მაღალი კომპეტენციის მქონე გუნდის დახმარებით შეძლებთ პარტნიორებისთვის და კლიენტებისთვის თქვენი დაცულობის და უსაფრთხოების ხარისხის დემონსტრირებას.

ჩვენი მომხმარებლები

კიბერუსაფრთხოების მართვის ჩარჩოს აუდიტის სერვისი განკუთვნილია როგორც მცირე, ასევე საშუალო და დიდი ზომის ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც IT ინფრასტრუქტურაზე კაპიტალური დანახარჯების შემცირება და უსაფრთხოების გაზრდა სურთ.კიბერუსაფრთხოების მართვის ჩარჩოს აუდიტი სერვისის საშუალებით, მომხმარებლები შეძლებენ გაზარდონ საკუთარი ორგანიზაციის უსაფრთხოება და IT ოპერაციების სტაბილურობა.