კერძო VMware ქლაუდი

იუჯითის კერძო ქლაუდი განკუთვნილია იმ ორგანიზაციებისთვის, ვისაც ინფრასტრუქტურის ფიზიკურ დონეზე იზოლაცია სჭირდება. ღრუბლოვანი გარემოს გამოყოფა მხოლოდ ერთი ორგანიზაციისთვის ხდება და აღნიშნული გარემოს რესურსების მართვას თავად ორგანიზაცია ახორციელებს.

კერძო ქლაუდი განკუთვნილია ისეთი ორგანიზაციებისთვის, რომელთაც კონკრეტული სერტიფიცირების მოთხოვნებიდან ან პროგრამული უზრუნველყოფის სფეციფიკიდან გამომდინარე, ფიზიკური რესურსების სრული იზოლაცია ესაჭიროება.

იუჯითის კერძო ქლაუდი აგებულია VMware-ის ღრუბლოვანი ტექნოლოგიის ბაზაზე და იყენებს HPE-ს კორპორატიული კლასის სერვერულ ინფრასტრუქტურას. მონაცემთა დამუშავება და შენახვა შესაძლებელია, როგორც პროგრამულად განსაზღვრული მონაცემთა სანახის მეშვეობით (All Flash VSAN), ასევე ჰიბრიდული მაღალი დაცულობის მქონე HPE-ს კორპორატიული კლასის მონაცემთა სანახებზე.

შეთავაზება

იუჯითის კერძო ქლაუდის არსებული მზა გადაწყვეტილებების გარდა, მოთხოვნის საფუძველზე შესძლებელია თქვენზე მორგებული ღრუბლოვანი გარემოს აგებაც, სადაც UGT Cloud-ი უზრუნველყოფს ღრუბლოვანი გარემოს აგებისთვის საჭირო ყველა კომპონენტს: სერვერული, ქსელური თუ მონაცემთა სანახი ინფრასტრუქტურის სახით. ვირტუალიზაციის პლატფორმის არჩევა, ასევე შეუძლია თავად მომხმარებელს: VMware, Microsoft, Proxmox გადაწყვეტების ბაზაზე.

იუჯითის კერძო ქლაუდის (UGT Public Cloud) გამოყენების უპირატესობებია:

  • სერვისის მოქნილობა- აღნიშნული სერვისის საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლის სპეციფიკური მოთხოვნების დაკმაყოფილება, რისი გადაჭრაც ვერ ხდება სხვა ღრუბლოვანი გადაწყვეტების მეშვეობით.
  • ლოკალური მხარდაჭერა- თითოეულ მომხმარებელს ემსახურება სერვისების მენეჯერი, რომელიც მუდმივ მონიტორინგს უწევს მხარდაჭერის სერვისის ხარისხს.
  • საპროექტო მხარდაჭერის სერვისი- ჩვენი სპეციალისტების გუნდი შექმნის და დანერგავს თქვენი კომპანიის საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს.
  • კონსალტინგი და მიგრაცია- ისარგებლებთ პროფესიული კონსალტინგით და ქლაუდ პლატფორმაზე მიგრაციის სერვისით.
  • ქსელის დაბალი დაყოვნება - ქლუდ გარემოში არსებულ სერვისებთან წვდომა ლოკალური ინტერნეტ კავშირით ხორციელდება. შესაბამისად, ქსელური სერვისები მაღალი სისწრაფით და დაბალი დაყოვნებით გამოირჩევა.სასურველი კონფიგურაციის აწყობა და გამოყენების სცენარების ნახვა ugtcloud.ge პლატფორმაზე შეგიძლიათ.

ჩვენი მომხმარებლები

იუჯითის კერძო ქლაუდი განკუთვნილია საშუალო და დიდი ზომის ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ სპეციფიკური მოთხოვნები IT ინფრასტრუქტურასთან მიმართებაში და მათი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება სხვა ღრუბლოვანი სერვისების მეშვეობით ვერ ხორციელდება.