აუდიო და ვიდეო-ვიზუალური სისტემები (A/V)

აუდიო და ვიდეო-ვიზუალური სისტემების გადაწყვეტები ფონური მუსიკის გადაწყვეტას (BGM), ვიდეო კედელს, პროფესიონალურ აუდიო გადაწყვეტებს (Pro Audio), აუდიო ვიდეო კომუტაციასა და მათ ცენტრალიზებულ ან დეცენტრალიზებულ მართვის სისტემებს, ინტერაქტიულ ციფრულ ტაბლოებს და ციფრულ დაფებს აერთიანებს.

აუდიო და ვიდეო-ვიზუალური სისტემები შესაძლოა გამოყენებულ იქნას, როგორც რეზინდენციულ, ასევე დასასვენებელ, საოფისე, სამთავრობო, კომერციულ, საზოგადოებრივ, საგანმანათლებლო თუ სხვა ტიპის დაწესებულებებში.

პარტნიორები

შეთავაზება

სისტემები, რომელსაც იუჯითი ვიდეო თუ აუდიო-ვიზუალური გადაწყვეტების ფარგლებში გთავაზობთ, სრულად პასუხობს დღეს არსებულ თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებს.იუჯითის აუდიო და ვიდეო-ვიზუალური სისტემების გადაწყვეტები მოიცავს:

  • მოცემული სისტემის პროექტირებას, ინსტალაციას და პარამეტრიზებას. ასევე, არსებული სისტემების ოპტიმიზაციასა და სერვისს
  • კლიენტზე მორგებული დიზაინის შექმნას
  • ბაზარზე არსებული, გამოცდილი ბრენდების პროდუქციასა და გადაწყვეტებს
  • სხვადასხვა ბრენდის პროდუქციისგან შემდგარი გადაწყვეტების ინტეგრაციას და ცენტრალიზაციას
  • თქვენს ორგანიზაციაში უკვე არსებულ სისტემებთან ინტეგრაციას

ჩვენი მომხმარებლები

აუდიო და ვიდეო-ვიზუალური სისტემების გადაწყვეტები განკუთვნილია საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროებისთვის. ჩვენი მომხმარებლები არიან ბრენდული სასტუმროები, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ და ყოველდღიურად უამრავ კმაყოფილ სტუმარს მასპინძლობენ. ასევე, ბიზნეს ცენტრები, ჯანდაცვის ობიექტები, სასწავლო დაწესებულებები და სხვა.