ცენტრალური მონიტორინგის ოთახის გადაწყვეტები

ცენტრალური მონიტორინგის ოთახის (CMS) გადაწყვეტები CCTV-ის უსაფრთხოების სისტემის ნაწილია, რომელიც შექმნილია სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილზე დამონტაჟებული უსაფრთხოების საშუალებების ცენტრალიზებული მონიტორინგის უზრუნველსაყოფად.

ცენტრალიზებული მონიტორინგის ოთახის გადაწყვეტების საშუალებით უსაფრთხოების გუნდს შეუძლია რეალურ დროში აკონტროლოს მრავალი ვიდეო სამეთვალყურეო კამერიდან, სკანერებიდან, რადარებიდან მიღებული ინფორმაცია.

CMS გადაწყვეტა ვიდეო ანალიტიკას, მოძრაობის ამოცნობას, სახის ამოცნობას უზრუნველყოფს და ნებისმიერი საეჭვო აქტივობის შემთხვევაში, ავტომატურად გატყობინებთ საფრთხის შესახებ. სისტემა შექმნილია გაძლიერებული უსაფრთხოებისა და მეთვალყურეობის უზრუნველსაყოფად, რათა თავიდან აიცილოთ ქურდობა, ვანდალიზმი და სხვა დანაშაულებრივი ქმედებები.

პარტნიორები

შეთავაზება

იუჯითი CCTV-ის სხვა სისტემებთან ერთად, ცენტრალიზებული მონიტორინგის სისტემის გადაწყვეტებს გთავაზობთ. ჩვენი გამოცდილი გუნდი, მსოფლიოში ლიდერი ვენდორების მხარდაჭერით, ეფექტური ინსტრუმენტების დანერგვაში დაგეხმარებათ.

იუჯითის კვალიფიციური სპეციალისტების მიერ დანერგილი, ცენტრალიზებული მონიტორინგის ოთახის გადაწყვეტები თქვენი პერსონალის, მომხმარებლების, ვიზიტორების და ქონების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

ჩვენი მომხმარებლები

ჩვენი მომხმარებლები არიან ორგანიზაციები, სავაჭრო ცენტრები, საჯარო სივრცეები, სასტუმროები, ჯანდაცვის ობიექტები. ასევე, ჩვენი ცენტრალიზებული მონიტორინგის ოთახის გადაწყვეტებით სარგებლობენ სხვა მსხვილი და საშუალო ზომის, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში მოღვაწე ორგანიზაციები.