პროდუქტის განვითარება

იუჯითი თქვენი ბიზნეს ამოცანების მოკლე დროში განხორციელებისთვის პროდუქტის განვითარების გადაწყვეტებს გთავაზობთ. პროდუქტის განვითარება შესაძლებლობას გაძლევთ ისარგებლოთ მზა, სანდო და მდგრადი ინსტრუმენტებით, რომლებიც თქვენს კომპანიას ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე, სწრაფი და მოქნილი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.

პროდუქტის განვითარება შესაძლებლობას გაძლევთ შეამციროთ საოპერაციო ხარჯები და ეფექტიანად მართოთ თქვენი კომპანიის სერვისები ან პროდუქტები.

პროდუქტის განვითარების სწორად დაგეგმვისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ეტაპების გავლა, როგორიცაა ბაზრის კვლევა, პროდუქტის დიზაინის შექმნა, ტესტირება და გაშვება. პროდუქტის განვითარების პროცესში, ფუნქციონალზე მუშაობისას პრიორიტეტულია მისი გამოყენების სიმარტივე, რაც მნიშვნელოვან გავლენად ახდენს თქვენი ციფრული პროდუქტის წარმატებაზე.

შეთავაზება

ჩვენი გუნდი ციფრული ამოცანების გადაჭრის და პროდუქტის განვითარების პროცესში ისეთ თანამედროვე, გამოცდილ მეთოდოლოგიებს და მიდგომებს იყენებს, როგორიცაა Design Thinking, Agile, Lean, DevOps და Google Design Sprint.

იუჯითის ჰყავს მრავალფუნქციური ეჯაილ გუნდი, რომელის წევრებსაც არაერთი სერტიფიცირება აქვთ გავლილი, სხვადასხვა პროდუქტის დანერგვის კვალიფიკაცია და უდიდესი გამოცდილება გააჩნიათ. ჩვენი პროდუქტის განვითარების გადაწყვეტები უზრუნველყოფს:

  • მოგების ოპტიმიზაციას
  • ჭკვიანი გადაწყვეტილებების დანერგვას
  • ციფრული ტრანსფორმაციის ახალი იდეების განხორციელებას
  • პროდუქტებისა და სერვისების სწრაფად მიწოდებას თქვენი მომხმარებლებისთვის
  • კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას
  • მომხმარებელთა კმაყოფილების მიღწევას

ჩვენი მომხმარებლები

ჩვენი მომხმარებლები არიან ორგანიზაციები, რომლებიც ოპერირებენ სხვადასხვა ბიზნეს სექტორებსა და ინდუსტრიებში, როგორებიცაა საცალო გაყიდვები, სავაჭრო ქსელები, საფინანსო ინსტიტუტები, ჯანდაცვის ორგანიზაციები, საწარმოები, სახელმწიფო სერვისების მიმწოდებლები და სხვა.