დაცვის სიგნალიზაცია (IDS)

დაცვის სიგნალიზაცია თქვენი ოფისის, საწარმოს, ობიექტის და სხვა, თქვენს საკუთრებაში არსებულ სივრცეს უცხო პირთა შეჭრისგან იცავს. იუჯითი მსოფლიოში წამყვანი ბრენდების დაცვის სიგნალიზაციას გთავაზობთ.

ჩვენი კომპანია სხვადასხვა ტიპის დაცვის სიგნალიზაციის სისტემებს გთავაზობთ, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას: პერიმეტრის, საზღვრის, ინფრასტრუქტურის, სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებისა თუ რეზიდენციული ნაგებობის დასაცავად. წამყვანი მწარმოებლების გადაწყვეტები მოქნილობით გამოირჩევა და შესაძლებლობას იძლევა დაცვასთან არსებული ნებისმიერი პრობლემა, წარმატებით გადაიჭრას.

იუჯითის დაცვის სიგნალიზაციის სისტემების გადაწყვეტები მოიცავს:

  • მოცემული სისტემის პროექტირებას, ინსტალაციას, პარამეტრიზებას. ასევე, არსებული სისტემის ოპტიმიზაციასა და სერვისს
  • სადენიან და უსადენო სისტემებს
  • ბაზარზე არსებულ მოწინავე ბრენდების სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებებსა და პროდუქციას
  • დაცვის სხვა, არსებულ სისტემებთან ინტეგრაციასა და ცენტრალიზაციას

პარტნიორები

ჩვენი მომხმარებლები

დაცვის სიგნალიზაციის სისტემები განკუთვნილია ისეთი ორგანიზაციებისთვის, დაწესებულებებისთვის და კერძო თუ საჯარო ობიექტებისთვის, რომელთათვისაც უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები მნიშვნელოვანია. ჩვენი მომხმარებლები არიან ბრენდული სასტუმროები, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, ბიზნეს ცენტრები, საწარმოები და სხვადასხვა ტიპის დაწესებულებები.