საჯარო VMware ქლაუდი

საჯარო VMware ქლაუდი შესაძლებლობას გაძლევთ შეასრულოთ თქვენი ბიზნეს ამოცანები მოკლე დროში, დაზოგოთ IT ინფრასტრუქტურის აგებისთვის საჭირო დრო და ფინანსური რესურსი. იუჯითის მოქნილი და მაღალმდგრადი ქლაუდ გარემო, ვირტუალიზაციის კორპორატიული პლატფორმის, VMware vSphere და VMware Cloud Director-ის ბაზაზეა აგებული.

საჯარო VMware ქლაუდი იუჯითის ლოკალური ქლაუდ პლატფორმაა, რომელიც დაფუძნებულია VMware Software Defined Datacenter (SDDC) პროგრამულ ინფრასტრუქტურაზე. იგი იძლევა ისეთ შესაძლებლობებს, როგორიცაა ვირტუალური სერვერები, სწრაფი მონაცემთა სანახი, ქსელური ფუნქციების ვირტუალიზაცია, კონტეინერების სერვისი, ავტოსკალირება, მარკეტფლეისი, თვითმომსახურების პორტალი და სხვა.

შეთავაზება

UGT VMware Cloud განკუთვნილია მათთვის, ვინც კარგად იცნობს VMware-ის შესაძლებლობებს ან სურს, მიიღოს მაქსიმალური წარმადობა ღრუბლოვან გარემოში განთვსებული კრიტიკული სისტემებისთვის.იუჯითის VMware Cloud პლატფორმა შესაძლებლობას გაძლევთ:

  • საჭიროების შემთხვევაში, გააფართოვოთ VMware-ზე აგებული საკუთარი ინფრასტრუქტურა
  • მოაწყოთ საკუთარი VMware ინფრასტრუქტურის სარეზერვო ასლი
  • შეძლოთ არსებული არავირტუალიზირებული გამოთვლითი ინფრასტრუქტურის ვირტუალიზაცია
  • შექმნათ დამატებითი VMware გარემო ცალკეული აპლიკაციების ან პროექტებისთვის

სასურველი კონფიგურაციის აწყობა და გამოყენების სცენარების ნახვა ugtcloud.ge პლატფორმაზე შეგიძლიათ.

ჩვენი მომხმარებლები

UGT VMware Cloud განკუთვნილია როგორც მცირე, ასევე საშუალო და დიდი ზომის ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც საკუთარი ბიზნეს ამოცანების გადაწყვეტა IT ინფრასტრუქტურაზე კაპიტალური დანახარჯების ზრდის გარეშე სურთ. ჩვენი მომხმარებლები არიან ორგანიზაციები, რომლებსაც საკუთარი მომგებიანობის მაჩვენებლების გაუმჯობესება და IT ოპერაციების სტაბილურობის შენარჩუნება სურთ.