პარკირების გადაწყვეტები

პარკირების გადაწყვეტები სავაჭრო ცენტრებში, კერძო და საჯარო ორგანიზაციებში საპარკინგე სივრცის ეფექტური კონტროლის ავტომატიზაციას უზრუნველყოფს. პარკინგის გადაწყვეტების საშუალებით შესაძლებელია ავტომობილის სახელმწიფო ნომრების, რადიო ბარათების და სხვა იდენტიფიცირების საშუალებების დაშვების კონტროლი.

პარკირების გადაწყვეტები საპარკინგე სივრცეში სუბიექტების დაშვებას და აღწერას უზრუნველყოფს. ამას გარდა, პარკირების გადაწყვეტები რეპორტინგის და ბილინგის შესაძლებლობას იძლევა, რაც კომფორტული და მოსახერხებელია როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი მომხმარებლებისთვის ან ვიზიტორებისთვის.

პარტნიორები

შეთავაზება

იუჯითის პარკირების გადაწყვეტები ისეთ სისტემებს და პროდუქტებს მოიცავს, როგორებიცაა:

  • ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფა
  • ნომრის ამომცნობი კამერები
  • შლაგბაუმი
  • ბოლარდები
  • მიმანიშნებელი მონიტორები

ჩვენი მაღალკვალიფიციური და გამოცდილი გუნდი დაგეხმარებათ გაუმარტივოთ თქვენს მომხმარებლებს, ვიზიტორებს ან სტუმრებს საპარკინგე სივრცით სარგებლობა და ამავდროულად, იგრძნოთ თავი დაცულად და უსაფრთხოდ.

ჩვენი მომხმარებლები

ჩვენი მომხმარებლები არიან სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, სადისტრიბუციო კომპანიები, ჯანდაცვის ობიექტები. ასევე, ჩვენი საპარკინგე გადაწყვეტებით სარგებლობენ სხვა მსხვილი და საშუალო ზომის, კერძო და საჯარო ორგანიზაციები.