ხანძრის აღმომჩენი სისტემები

ხანძრის აღმომჩენ სისტემებში თავმოყრილია მოწყობილობები, რომელიც აუდიო-ვიდეო შეტყობინებით აფრთხილებს ადამიანებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ კვამლის, ხანძრის, ან რაიმე მსგავს საგანგაშო სიტუაციის აღმოჩენისთანავე.

ხანძრის აღმომჩენი სისტემების დანერგვის შემთხვევაში განგაშის გააქტიურება შესაძლებელია, როგორც ავტომატურად, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, ასევე მექანიკურად, საგანგაშო ღილაკზე თითის დაჭერით. ხანძრის აღმოჩენის შემდგომ აქტიურდება ავარიული გახმოვანება-გამოცხადების სისტემა, რომელიც ხანძრის აღმომჩენ სისტემასთან ერთად, დაწესებულებაში მყოფ საზოგადოებას არსებული საფრთხის შესახებ ატყობინებს.

პარტნიორები

შეთავაზება

იუჯითის ხანძრის აღმომჩენი და ავარიული გახმოვანება - გამოცხადების სისტემების გადაწყვეტები მოიცავს:

  • ბაზარზე არსებული უმაღლესი კლასის ბრენდების გადაწყვეტებსა და პროდუქციას
  • მოცემული სისტემის პროექტირებას, ინსტალაციას და პარამეტრიზებას. ასევე, არსებული სისტემის ოპტიმიზაციასა და სერვისს
  • ასპირაციულ სისტემებს
  • სისტემის სუპერვიზიას, რაც საგრძნობლად ამარტივებს ოპერირების პროცესს
  • მონიტორინგის გადაწყვეტებს
  • სხვა დაცვისა და უსაფრთხოების სისტემებთან ინტეგრაციასა და ცენტრალიზებას

ჩვენი მომხმარებლები

ხანძრის აღმომჩენი და ავარიული გახმოვანება - გამოცხადების სისტემები განკუთვნილია ორგანიზაციებისთვის, დაწესებულებებისთვის და კერძო თუ საჯარო ობიექტებისთვის, რომელთათვისაც უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები მნიშვნელოვანია. ჩვენი მომხმარებლები არიან ბრენდული სასტუმროები, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, ბიზნეს ცენტრები, ჯანდაცვის ობიექტები, საწარმოები და სხვა.