რიგის მარეგულირებლები

წარმატება ბიზნესში ხშირად ისეთ გონივრულ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული, რომლებიც დროის და პროცესების ოპტიმიზაციისკენ არის მიმართული. წარმატებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმაში AKIS-ის რიგის მარეგულირებლები დაგეხმარებათ.

შეთავაზება

იუჯითი გთავაზობთ AKIS-ის წარმოების რიგის მარეგულირებლებს:

  • AKIS MICRO - ყველაზე მარტივი და ეფექტური სისტემა მცირე ზომის კომპანიებისთვის, რომელთაც მცირე რიგების რეგულირება ესაჭიროებათ.
  • AKIS LITE - იძლევა საშუალებას თვალი ადევნოთ თქვენი თანამშრომლების  მუშაობას მომხმარებელთან და ამასთანავე, შეისწავლოთ კლიენტის ქცევა.
  • AKIS PRO - რიგის მარეგულირებელი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ მოქნილობას, აქვს თანამედროვე ფუნქციონალი, აანალიზებს კლიენტების მოთხოვნებს და ქმნის მაქსიმალურ კომფორტს თქვენი პერსონალისთვის.

ჩვენი მომხმარებლები

იუჯითის რიგის მარეგულირებელი პროდუქტების მომხმარებლები არიან ბანკები, სახელმწიფო დაწესებულებები, ჯანდაცვის ობიექტები და ა.შ. ჩვენს გუნდს რიგის მარეგულირებლების არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული, რამაც მომხმარებლების ნდობა და კმაყოფილება განაპირობა.