სამუშაო სადგურები

რთულია გამოთვლითი პროცესების, გრაფიკული დავალებების და 24 საათიანი სამუშაო პროცესის შემთხვევაში, სამუშაო სადგურები საუკეთესო გამოსავალია. სამუშაო სადგურები არის კომპიუტერები, რომლებიც სპეციალურად რთული დავალებების შესრულებისთვის საჭირო კონფიგურაციებით შეიქმნა. ამასთან ერთად, იგი მონაცემთა დაცულობით, საიმედოობით გამოირჩევა და მარტივად სამართავია.

იუჯითი სამუშაო სადგურებს, შემდეგი უპირატესობებით გთავაზობთ:

  • სანდოობა და დაცულობა
  • მეხსიერება
  • ერთდროულად რამდენიმე პროცესორის მხარდაჭერა
  • ბიუჯეტურობა
  • დიდი ზომის მყარი დისკები

იუჯითი ითვალისწინებს კლიენტის მოთხოვნებს და მათ ბიზნეს საჭიროებებს. ჩვენი გუნდის წევრები მომწოდებლებთან ინდივიდუალურად განიხილავენ თითოეულ შეთავაზებას და ოპტიმალურ, მათთვის საუკეთესო მახასიათებლების მქონე სამუშაო სადგურებს სთავაზობენ მომხმარებელს.

პარტნიორები

ჩვენი მომხმარებლები

ჩვენს მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა კატეგორიის სამუშაო სადგურები გათვლილია ნებისმიერ მომხმარებლებზე, განსაკუთრებით კი გრაფიკული დიზაინის, ფინანსური ანალიზისა და ციფრული კონტენტის მიმართულებით. იუჯითის მომხმარებლები არიან, როგორც მსხვილი, ასევე საშუალო და მცირე ზომის კომპანიები.