პლანშეტები

პლანშეტები პორტატული გამოთვლითი მოწყობილობებია, რომლებსაც ლეპტოპთან შედარებით მცირე ზომის, სენსორული ეკრანის ინტერფეისი აქვთ და სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობაში წარმატებით იყენებენ.  პლანშეტებს იყენებენ თანამშრომლები, რომელთაც  ელექტრონულ ფოსტაზე, დოკუმენტებსა და სხვადასხვა ბიზნეს აპლიკაციებზე წვდომა ესაჭიროებათ.

პლანშეტებს იყენებენ, როგორც გაყიდვების სფეროში გადახდების პროცესის მოქნილობისთვის, ასევე ოფისს გარეთ გარემოში პრეზენტაციების ჩასატარებლად, საველე პირობებში მონაცემთა შესაგროვებლად, ლოჯისტიკური პროცესების სამართავად და ციფრული მონაცემების ვიზუალიზაციისთვის.

პლანშეტები შეიძლება გამოყენებულ იქნას, ასევე გუნდური მუშაობის პროცესში, რაც თანამშრომლებს საშუალებას აძლევს გააზიარონ და დაარედაქტირონ დოკუმენტები რეალურ დროში.

პარტნიორები

შეთავაზება

იუჯითის მიერ შემოთავაზებული პლანშეტები შემდეგი უპირატესობებით ხასიათდება:

  • ელემენტის ხანგრძლივი სიცოცხლე
  • მაღალი ხარისხის სპეციფიკაციები
  • ინოვაციური დიზაინი

ჩვენი გუნდის წევრები მომწოდებლებთან ინდივიდუალურად განიხილავენ კლიენტის მოთხოვნებს და ოპტიმალურ, მათთვის საუკეთესო კონფიგურაციის მქონე პლანშეტებს სთავაზობენ მომხმარებელს.

ჩვენი მომხმარებლები

იუჯითის მიერ შეთავაზებული პლანშეტების მომხმარებლები არიან როგორც კერძო, ასევე საჯარო ორგანიზაციები. იგი გათვლილია ნებისმიერ მომხმარებლებზე, როგორც საოფისე საქმიანობისთვის, ასევე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. ჩვენს კლიენტებს შორისაა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები, წამყვანი ბანკები და ნებისმიერ სექტორში მოღვაწე კომპანიები.