ალექსანდრე ჯახუა

ქლაუდ ტექნოლოგიების არქიტექტი

ალექსანდრე ჯახუა იუჯითის გუნდს თავდაპირველად, კომპანიის დაარსების პირველ წლებში (1998-2003) შემოუერთდა. 2019 წლიდან კი, ალექსანდრე იუჯითის მონაცემთა ცენტრს, UGT Cloud-ს ხელმძღვანელობს. მას ქსელის ინფრასტრუქტურის, ოპერაციული სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით 25 წლიანი გამოცდილება აქვს. კარიერის განმავლობაში მისი აქტიური ჩართულობით განხორციელებულია რამდენიმე გლობალური პროექტი, მათ შორის მაგისტრალური სერვის პროვაიდერისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი IP/MPLS Core ქსელის შექმნის პროექტი. ალექსანდრეს სხვადასხვა დროს, გავლილი აქვს სერტიფიცირება Microsoft-ის, Cisco-ს, Juniper-ის და Oracle-ის პროდუქტებში.