დავით ხასია

ელექტროობისა და შენობის მართვის სისტემების მთავარი ინჟინერი

დავით ხასიამ იუჯითიში მუშაობა 2021 წელს, მთავარი ინჟინრის პოზიციაზე დაიწყო და ამჟამად, ელექტროობისა და შენობის მართვის სისტემების მიმართულების ხელმძღვანელია. დავითს ინჟინერიის და ავტომატიზაციის მიმართულებით სხვადასხვა წამყვან კომპანიაში მუშაობის გამოცდილება აქვს. ასევე, არის ტექნოლოგიური სტარტაპის დამფუძნებელი და Forbes 30 Under 30-ის 2019 წლის გამარჯვებული. დავითი ფლობს Siemens-ის, Schneider Electric-ის სერტიფიკატებს და იუჯითის ელექტროობისა და შენობის მართვის სისტემების გუნდთან ერთად Schneider Electric-ის EcoXpert საპარტნიორო სტატუსი მოიპოვა. დავითის ჩართულობით და ხელმძღვანელობით იუჯითიმ წარმატებით განახორციელა არაერთი ბრენდული სასტუმროს პროექტი.