ირაკლი ბეროშვილი

მონაცემთა ცენტრის ტექნოლოგიების არქიტექტი

ირაკლი ბეროშვილი იუჯითის გუნდს 2003 წელს შემოუერთდა და კარიერის დასაწყისში, სერვისის ინჟინერის პოზიციაზე დაიწყო მუშაობა. ირაკლი ამჟამად, მონაცემთა ცენტრის ტექნოლოგიების არქიტექტი და მიმართულების ხელმძღვანელია. კომპანიის ხელშეწყობით, იგი მუდმივად ზრუნავდა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და შედეგად, HPE-ს, Microsoft-ის, Symantec-ის, Dell Technologies-ის და Vmware-ის სერტიფიკაციებში უმაღლეს საფეხურებს მიაღწია. ირაკლი ფლობს ისეთ სეტიფიკატებს, როგორებიცაა: HPE - Master Accredited Solutions Expert (MASE), Dell Technologies - Technology Architect, Vmware - Certified Professional და სხვა. ირაკლის არაერთხელ გადაეცა ვენდორის პერსონალური ჯილდო უნიკალური, მასშტაბური და კომპლექსური პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის. Dell Technologies-ისგან მან ბრენდის განვითარების პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პერსონალური ჯილდო - Personal Achievement Award მიიღო. ასევე, 2022 წელს პერსონალური ჯილდო გადაეცა HPE-სგან გამორჩეული ტექნიკური მიღწევებისთვის. ირაკლის უმაღლესი კომპეტენცია, პროფესიონალიზმი და ექსპერტული გამოცდილება აღიარებულია, როგორც მსოფლიოში წამყვანი ვენდორების, ასევე ტექნოლოგიურ სფეროში მოღვაწე ექსპერტების და იუჯითის კლიენტების მიერ. ირაკლი კერძო და საჯარო სექტორში მოღვაწე წამყვან ორგანიზაციებში წარმატებით ნერგავს ისეთ გადაწყვეტებს და სისტემებს, როგორებიცაა: ჰიპერკონვერგენტული ინფრასტრუქტურული გადაწყვეტები, მონაცემთა ცენტრის ვირტუალიზაცია, მონაცემთა სანახი სისტემების კონსოლიდაცია, მაღალი წარმადობის გამოთვლითი სისტემები, დესკტოპ ვირტუალიზაცია (VDI) და ხელოვნური ინტელექტის (AI) გადაწყვეტები.