ირაკლი ხოფერია

ქსელის არქიტექტი

ირაკლი ხოფერია იუჯითის გუნდს 2019 წელს  ქსელის და კოლაბორაციული სისტემების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე შეუერთდა. ირაკლის ქსელის ინჟინერიის მიმართულებით დაახლოებით 20 წლიანი გამოცდილება აქვს და  სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა როგორც კერძო, ასევე, საჯარო სექტორში, როგორც კონსულტანტი ჩართული იყო არაერთ მასშტაბურ პროექტში. ირაკლი ფლობს ისეთი წამყვანი მწარმოებლების როგორებიცაა Cisco, Aruba, Check Point, VMware, Dell სერტიფიკატებსა თუ სპეციალიზაციებს. 2021 წელს გამორჩეული ტექნიკური კომპეტენციისთვის HPE-სგან პერსონალური ჯილდო მიიღო. ირაკლის უშუალო ჩართულობით და ხელმძღვანელობით, იუჯითიმ მრავალი მასშტაბური და კომპლექსური პროექტი განახორციელა, ქსელური ინფრასტრუქტურის მიმართულებით.