მიხეილ მჭედლიშვილი

მონაცემთა ცენტრების საინჟინრო სისტემების არქიტექტი

მიხეილ მჭედლიშვილმა იუჯითიში მუშაობა 2005 წელს, სერვისის ინჟინრის პოზიციაზე დაიწყო და დღეს მონაცემთა ცენტრების საინჟინრო ინფრასტრუქტურის მიმართულებას ხელმძღვანელობს. მიხეილ მჭედლიშვილი რეგიონში ერთადერთი არქიტექტია, რომელმაც Uptime Institute-ის ATD (Accredited Tier Designer) სერტიფიცირება გაიარა. მას განხორციელებული აქვს საქართველოში უდიდესი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მონაცემთა ცენტრების საინჟინრო გადაწყვეტების პროექტები. მიხეილმა ასევე, წარმატებით გაიარა წამყვანი ვენდორის, Rittal-ის სასერტიფიკატო კურსი IT Chiller Advanced Training და მიღებული აქვს Level 3 BTEC სტატუსი Practical Data Centre Design-ში.