27
წელი ტექნოლოგიებში
14877
განხორციელებული პროექტი
3254
კმაყოფილი კლიენტი
73
პარტნიორის ნდობა

რას გთავაზობთ

იუჯითი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის ორგანიზაციებს უახლეს ტექნოლოგიებს, უნიკალურ გადაწყვეტებს და მრავალმხრივი კომპეტენციებით სარგებლობის შესაძლებლობას სთავაზობს.

წლების მანძილზე, იუჯითიმ განავითარა ისეთი სერვისები და გადაწყვეტები, რომლებიც მორგებულია ინდუსტრიულ მოთხოვნებზე და ამავდროულად, კლიენტების ინდივიდუალურ საჭიროებებს ითვალისწინებს.

რატომ UGT

ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, იუჯითი ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც გადაწყვეტების, სერვისების და კომპეტენციების სრული სპექტრი გააჩნია.

ჩვენი კომპანია წარმატებით ნერგავს სხვადასხვა ბიზნეს სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: შენობების მართვა, ციფრული გადახდები და ნაღდი ფულის დამუშავება, ვიდეო მონიტორინგი და ფიზიკური უსაფრთხოება, ტელეკომუნიკაცია, მზის ენერგიის გამომუშავება და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

იუჯითი ბაზარზე სანდოობით, ტექნოლოგიების სიღრმისეული ცოდნით, გამოცდილებით და თითოეულ დამკვეთზე მორგებული სერვისით გამოირჩევა.

პარტნიორები

იუჯითის, დღეისთვის, 70-ზე მეტი პარტნიორი ჰყავს მსოფლიოს მასშტაბით და უწყვეტად ინარჩუნებს წამყვანი ტექნოლოგიური კორპორაციების უმაღლეს საპარტნიორო სტატუსებს.

ჩვენს პარტნიორებს შორისაა HPE, Dell Technologies, Acer, HP, Microsoft, Check Point, IBM, Oracle, SAP და სხვა. უმაღლესი საპარტნიორო სტატუსების გარდა, ჩვენი პარტნიორებისგან მიღებული გვაქვს ყველაზე ინოვაციური პარტნიორის, წლის საუკეთესო პარტნიორის და საუკეთესო კომპეტენციის მქონე პარტნიორის არაერთი ჯილდო.

კლიენტები

იუჯითის 3000-ზე მეტი კმაყოფილი კლიენტი ჰყავს, რომელთა შორისაც საჯარო და კერძო სექტორის უმსხვილესი ორგანიზაციები, სხვადასხვა ინდუსტრიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, საშუალო და მცირე ზომის კომპანიები და სტარტაპები არიან.

დაარსების დღიდან, ჩვენი კომპანია კლიენტზე ორიენტირებული მიდგომით გამოირჩევა. საუკეთესო გამოცდილებით და უნიკალური ექსპერტული ცოდნით, იუჯითიმ კლიენტების მაღალი ნდობა და აღიარება მოიპოვა.