კომპანიის შესახებ
იუჯითი საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელიც 26 წელზე მეტია წარმატებით მოღვაწეობს და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები. იუჯითის მისიაა დაეხმაროს ორგანიზაციებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და ციფრულ ტრანსფორმაციაში. ჩვენ გაგვაჩნია ტექნოლოგიების და კომპეტენციების სრული სპექტრი, ორგანიზაციების ციფრული ტრანსფორმაციის უზრუნველსაყოფად. კერძო და საჯარო ორგანიზაციებში ვნერგავთ როგორც IT ინფრასტრუქტურულ სისტემებს, ასევე ფრონტალურ ბიზნეს-აპლიკაციებს, ხოლო, საკუთარი დატა ცენტრის მეშვეობით, ორგანიზაციებს ვაწვდით Microsoft Azure Stack-ზე დაფუძნებულ უახლეს ქლაუდ სერვისებს.
წლების განმავლობაში იუჯითიმ შეიმუშავა სერვისები და გადაწყვეტები, რომლებიც მორგებულია მსხვილი, მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციების საჭიროებებზე, აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს და ინარჩუნებს მოქნილობას თანამშრომლობის პროცესში. დღეს კომპანიას აქვს პროდუქტების, სერვისების და გადაწყვეტების ფართო არჩევანი ნებისმიერი ზომისა და ტიპის ორგანიზაციისთვის. იუჯითიმ არაერთი მასშტაბური და სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი განახორციელა დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით. უნიკალური ექსპერტიზით და საუკეთესო გამოცდილებით კი, კომპანიამ მომხმარებლების და პარტნიორების მხრიდან მაღალი ნდობა მოიპოვა. დღეს ჩვენ გვყავს 70-ზე მეტი საერთაშორისო პარტნიორი და ვაგრძელებთ მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლების უმაღლესი საპარტნიორო სტატუსების შენარჩუნებას. მათ შორისაა HPE, Dell Technologies, Acer, HP, Microsoft, Check Point, IBM, Oracle და სხვა ცნობილი კორპორაციები. უმაღლესი საპარტნიორო სტატუსების გარდა, მივიღეთ მრავალი ჯილდო ჩვენი ვენდორებისგან, როგორებიცაა ყველაზე ინოვაციური პარტნიორი, წლის საუკეთესო პარტნიორი და საუკეთესო კომპეტენციის მქონე პარტნიორის ჯილდო.
ჩვენი ექსპერტები
იუჯითი, ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის, მაღალი კვალიფიკაციის მქონე, სერთიფიცირებული არქიტექტებით და ინჟინრებით გამოირჩევა. ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ისწრაფვის პროფესიული განვითარებისკენ და იუჯითის მხარდაჭერით, მუდმივად ეუფლებიან იმ უახლეს სპეციალიზაციებს, რომლებსაც ჩვენი პარტნიორების თანამედროვე გადაწყვეტები მოითხოვს.
მონაცემთა ცენტრის ტექნოლოგიების არქიტექტი
კიბერ უსაფრთხოების ტექნოლოგიების არქიტექტი
მონაცემთა ცენტრების საინჟინრო სისტემების არქიტექტი
ქსელის არქიტექტი
ელექტროობისა და შენობის მართვის სისტემების მთავარი ინჟინერი
სატელეკომუნიკაციო სისტემების და მზის ენერგიის სისტემების უფროსი ინჟინერი
ქლაუდ გადაწყვეტების არქიტექტი
ქლაუდ ტექნოლოგიების არქიტექტი
პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტი
მენეჯმენტი
იუ-ჯი-თი ჯგუფის ვიცე პრეზიდენტი, გენერალური დირექტორი
იუ-ჯი-თი ჯგუფის ვიცე პრეზიდენტი, პერსონალური სისტემებისა და სექტორული გადაწყვეტების დეპარტამენტის დირექტორი
გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე
მრჩეველი, ჰოსფითალითი მიმართულების დირექტორი
გენერალური დირექტორის მოადგილე, იუ-ჯი-თი ჯგუფის მარკეტინგის დირექტორი
გენერალური დირექტორის მოადგილე, IT ინფრასტრუქტურისა და კიბერ უსაფრთხოების სისტემების დეპარტამენტის დირექტორი
იუ-ჯი-თი ჯგუფის ფინანსური დირექტორი
გენერალური დირექტორის მოადგილე, პროგრამული უზრუნველყოფის და სერვისების მიმართულების დირექტორი
გენერალური დირექტორის მოადგილე, ელექტროობისა და შენობების მართვის სისტემების მიმართულების დირექტორი
გენერალური დირექტორის მოადგილე
IT სერვისების ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორი
ბიზნესის განვითარების დირექტორი
გენერალური დირექტორის მოადგილე
იუჯითის Dell Technologies-სგან Exceptional Services Delivery Performance 2023 ჯილდო გადაეცა.
იუჯითიმ კომპანია ChekPoint-ისგან პრესტიჟული Elite პარტნიორის სტატუსი მოიპოვა, ხოლო კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელმა ვატო ჩანტლაძემ ყველაზე მაღალი სტატუსი - Master Elite მიიღო.
იუჯითიმ კომპანია Cisco-ს “Advanced Enterprise Networks Architecture Specialization“ მოიპოვა.
იუჯითის მონაცემთა ცენტრის საინჟინრო სისტემების არქიტექტი და მიმართულების ხელმძღვანელი მიხეილ მჭედლიშვილი, Uptime Institute-ის Accredited Tier Designer გახდა.