პაპუნა ჯაფიაშვილს საერთაშორისო და ადგილობრივ წამყვან ორგანიზაციებთან მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს და საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტია. იგი იუჯითის ექსპერტების გუნდს 2017 წელს შემოუერთდა. პაპუნას შესრულებული აქვს არაერთი მსხვილი და მასშტაბური პროექტი, როგორც სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის, ასევე ბიზნეს სექტორში. მის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორისაა: • სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამმართველოს ერთიანი ინტეგრირებული სისტემა • იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოსამართლეთა გამოცდებისა და სერტიფიცირების სისტემა • ენერგო კომპანიის მართვის ინტეგრირებული სისტემა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში • GT Group-ის ავტომობილების სერვისის ელექტრონული სისტემის (Car Service Management System – CSMS) იმპლემენტაცია, რომელიც მომსახურების, გაყიდვებისა და მარაგების მართვის პროცესების ავტომატიზაციას უზრუნველყოფს • ლოიალობის მართვის სისტემის შექმნა Sun Petroleum Georgia-სთვის