ვატო ჩანტლაძე 2010 წლიდან იუჯითის გუნდის წევრია. ამჟამად ის იუჯითის კიბერ უსაფრთხოების მიმართულებას ხელმძღვანელობს. ვატო Check Point-ის უმაღლეს სერტიფიკაციას ფლობს, რომელიც რეგიონის მასშტაბით პირველმა მოიპოვა: Check Point Certified Security Master Elite. მას ასევე გადაეცა Check Point-ის უმაღლესი პერსონალური ჯილდო Person of the Year ბრენდის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ვატო კიბერ უსაფრთხოების წამყვან მწარმოებლებთან აქტიურად თანამშრომლობს და ფლობს მათ პროფესიულ სერტიფიკატებს, მათ შორის არის: F5, Cisco, Fortinet, VMware, IBM, Trellix. ვატო აქტიურად არის ჩართული კიბერ უსაფრთხოების პროტოკოლების განვითარებაში, როგორც IETF-ს წევრი და Internet Society-ის სტიპენდიატი. ვატო ჩანტლაძე მრავალი წელია, იუჯითის გუნდთან ერთად, წამყვანი ვენდორების კიბერ უსაფრთხოების გადაწყვეტებს ნერგავს. მას რეგიონის მასშტაბით არაერთი უნიკალური და მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული. ვატოს ექსპერტულ გამოცდილებას ენდობიან, როგორც იუჯითის პარტნიორები, კიბერ უსაფრთხოების სისტემების მწარმოებელი მსოფლიოში წამყვანი ვენდორები, ასევე იუჯითის კლიენტები.