საკასო ცენტრი

საკასო ცენტრი საბანკო სექტორისთვის განკუთვნილი პროდუქტია და იგი იმ ბანკებს ესაჭიროებათ, რომლებიც საკუთარი ფილიალების ინკასაციას აწარმოებენ. საკასო ცენტრი წარმოადგენს ერთგვარ ჰაბს, სადაც ბანკის მიერ ფულადი რესურსების აკუმულირება და დამუშავება ხორციელდება.თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიის ელექტრო კვების სისტემები უფრო მეტად ადაპტირებულია სტანდარტულ და კრიტიკულ გარემოში განთავსებულ, ყველა ტიპის ტელეკომ და დატაცენტრულ მოწყობილობებზე. აპარატურის და ელექტრო კვების სისტემების მაღალი საიმედოობის თვალსაზრისით, თითოეული სტანდარტის გათვალისწინება, აუცილებელი პირობას წარმოადგენს.

იუჯითი საკასო ცენტრების გამოცდილი და სანდო მწარმოებლების ტექნოლოგიებს გთავაზობთ. ჩვენი გუნდი თქვენს მოთხოვნებზე მორგებული ისეთი საბანკო პროდუქტების შერჩევაში დაგეხმარებათ, როგორიცაა ფულის სათვლელი (ერთ ჯიბიანი და ორ ჯიბიანი) მანქანები, ფულის დასახარისხებელი, შესაფუთი და დასაბანდეროლებელი მოწყობილობები, ფულის განსათავსებელი კასეტები და ჯავშნიანი კარი, რომელიც საკასო ცენტრის უსაფრთხოებისთვის არის განკუთვნილი.

ჩვენი მომხმარებლები

იუჯითის საკასო ცენტრის მომხმარებლები არიან ბანკები, რომლებსაც ფილიალების ქსელი გააჩნიათ. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა გუნდმა ერვნული ბანკის საცავის მოწყობის პროექტი წარმატებით შეასრულა და ასევე, არაერთი მასშტაბური პროექტი განახორციელა, რაც ჩვენი მომხმარებლების ნდობას და კმაყოფილებას განაპირობებს. იუჯითის მომხმარებლებს შორის არის სამი უმსხვილესი ბანკი, რომლებსაც მრავალი წლის მანძილზე, საკასო ცენტრის სრულ სერვისს ვუწევთ.