თვითმომსახურების ტერმინალები

თვითმომსახურების ტერმინალების გამოყენებით შესაძლებელია სწრაფად და მარტივად, ბანკში და ვალუტის გადამცვლელ ობიექტებში მისვლის გარეშე, განახორციელოთ საბანკო და არასაბანკო ოპერაციები.თვითმომსახურების ტერმინალების საშუალებით შესაძლებელია როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორება.

თვითმომსახურების ტერმინალების შეძენის შემთხვევაში, იუჯითის კვალიფიციური სპეციალისტებისგან შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის მომსახურების მიღება. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს თვითმომსახურების ტერმინალების შემადგენელი ნაწილების სერვისს და ასევე, დაზიანებული მოწყობილობების აღდგენასა და შეკეთებას

პარტნიორები

შეთავაზება

იუჯითი საბანკო და საგადასახადო მიმართულებით, თქვენს ბიზნეს მოთხოვნებზე მორგებული პროდუქტების შერჩევაში დაგეხმარებათ. ჩვენი გუნდი შესაბამისი აპარატების შერჩევას, დანერგვას, მხარდაჭერას და თანმდევი სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფს.

თვითმომსახურების ტერმინალების მიმართულებით, იუჯითის გამოცდილი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს ნებისმიერ წერტილში გაგიწევთ მომსახურებას.

ჩვენი მომხმარებლები

იუჯითის თვითმომსახურების ტერმინალების მომხმარებლები არიან ბანკები, ქსელური მარკეტები, სახელმწიფო დაწესებულებები, ჯანდაცვის ობიექტები, ბენზინგასამართი სადგურები და სხვა. ჩვენს გუნდს არაერთი მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული, რამაც მომხმარებლების ნდობა და კმაყოფილება განაპირობა.