ინფორმაციული ტექნოლოგიების ძირითადი პროცესების დანერგვა

ინფორმაციული ტექნოლოგიების ძირითადი პროცესების დანერგვა მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული საუკეთესო პრაქტიკების ერთობლიობის გამოყენებას გულისხმობს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ორგანიზაციაში სტრუქტურულად მოეწყოს Service Desk და დაინერგოს ინფორმაციული ტექნოლოგიების ყველა ძირითადი პროცესი.

ინფორმაციული ტექნოლოგიების ძირითადი პროცესების დანერგვა ისეთ კომპონენტებს აერთიანებს, როგორებიცაა:

  • ინციდენტების მართვა
  • ინფორმაციული და სერვისული მოთხოვნების მართვა
  • პრობლემების მართვა
  • ცვლილებების მართვა
  • კონფიგურაციის მართვა
  • სერვისების კატალოგის მართვა
  • სერვისის დონის შეთანხმებების მართვა
  • სიმძლავრეების მართვა
  • მომწოდებლების მართვა

შეთავაზება

იუჯითის სერვისი მოიცავს ორგანიზაციაში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული მდგომარეობის შეფასებას და თითოეულ პროცესთან მიმართებაში, შემდეგი მნიშვნელოვანი კომპონენტების შემუშავებას:

  • როლებისა და პასუხისმგებლობების გამიჯვნა
  • სამუშაო აღწერილობების შექმნა
  • მარეგულირებელი დოკუმენტების შემუშავება (პოლიტიკა, პროცედურა, სახელმძღვანელო და სხვა მარეგულირებელი დოკუმენტები)
  • პროცესის RACI ცხრილების შემუშავება
  • პროცესის ტექნიკური იმპლემენტაცია
  • პროცესის საკვანძო პარამეტრების (KPI) დადგენა
  • ანგარიშგების პროცესის აწყობა
  • თანამშრომელთა ტრენინგებს ცნობიერების ამაღლების მიმართლებით

ჩვენი მომხმარებლები

ინფორმაციული ტექნოლოგიების ძირითადი პროცესების დანერგვის სერვისი განკუთვნილია როგორც მცირე, ასევე საშუალო და დიდი ზომის ორგანიზაციებისთვის. ინფორმაციული ტექნოლოგიების ძირითადი პროცესების დანერგვის სერვისის საშუალებით, მომხმარებლები შეძლებენ გაზარდონ საკუთარი ორგანიზაციის IT გუნდების წარმადობა, პროცესების მიმდინარეობის გამჭვირვალობა და IT ოპერაციების სტაბილურობა.