Power BI ავტომატურად განახლებადი ინტერაქციული საინფორმაციო დაფის Dashboard-ის საშუალებით სწრაფად და ეფექტურად ამუშავებს დიდი მოცულობის, სხვადასხვა ტიპისა და ფორმატის ინფორმაციას.
Power BI-ს უპირატესობებია:
პარტნიორები
შეთავაზება
იუჯითი საშუალებას გაძლევთ ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღოთ ნებისმიერი ინფორმაცია თქვენს ბიზნესზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიზუალური ანალიტიკის მეშვეობით გადმოსცეთ ბიზნესის მდგომარეობის ნათელი სურათი და ფოკუსირდეთ თქვენთვის მეტად მნიშვნელოვან მონაცემებზე.
ასევე, შეძლებთ პროგრამირების გარეშე, თავად დახვეწოთ რეპორტები და მოარგოთ იგი თქვენს სურვილებსა და საჭიროებებს. ჩვენ მიერ დანერგილი სისტემა დაგეხმარებათ სწორი სტრატეგიული და საოპერაციო გადაწყვეტილებების მიღებაში და ოპერატიული, მოქნილი ანალიტიკის წარმოებაში.
ჩვენი მომხმარებლები
Power BI-ის ანალიტიკური პლატფორმა განკუთვნილია კერძო და საჯარო სექტორში მოღვაწე იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებისთვისაც პრიორიტეტულია ფაქტობრივ და რეალურ მონაცემთა ანალიზზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენი მომხმარებლები არიან საბითუმო და საცალო გაყიდვების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, წარმოების სფეროს კომპანიები და სახელმწიფო დაწესებულებები.