შენობების და ოთახების მართვის სისტემები (BMS/RMS)

შენობების და ოთახების მართვის სისტემა კომპლექსურ მექანიზმს წარმოადგენს, რომელიც შენობის მექანიკურ და ელექტრულ კომპონენტებს აერთიანებს. მას, შესაბამისი ფუნქციონალის შერჩევის შემთხვევაში, ნებისმიერი გადაწყვეტის შესრულება შეუძლია.

შენობების და ოთახების მართვის სისტემის მიზანია, შენობის ეფექტურ მართვასთან ერთად, ხელი შეუწყოს მის ენერგოეფექტურობას. სწორი გეგმარებისა და სერვისის შემთხვევაში, მართვის სისტემას 30-40%-ის დაზოგვა შეუძლია.

მართვისა და მონიტორინგის გარდა, შენობების და ოთახების მართვის სისტემების უპირატესობას, პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მისი სწრაფი დეტექცია და შეტყობინება წარმოადგენს.

შენობის მართვის სისტემა აერთიანებს:

  • ოთახების მართვას (GRMS/RMS)
  • HVAC კონტროლს
  • განათების ავტომატიზაციას
  • აღრიცხვის კვანძების მართვას
  • ელექტრო ძრავების მართვას
  • ელექტრო მომარაგების გეგმარებას
  • განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაციას
  • სხვადასხვა გარე მოწყობილობების პროგრამულ დანერგვას
  • ჭკვიანი სახლის პროექტირებასა და პროგრამირებას

პარტნიორები

შეთავაზება

იუჯითი გთავაზობთ გამოცდილი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ინჟინრების კონსულტაციას და თქვენი კომპანიის ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული შეთავაზების მომზადებას. ჩვენი მომსახურება მოიცავს:

  • კონსულტაციას და პროექტირებას
  • ინსტალაციას
  • პროგრამირებას და სისტემის გაშვებას
  • ელექტრო მომარაგების და მართვის კარადების პროექტირებას და აწყობას

ჩვენი მომხმარებლები

შენობების და ოთახების მართვის სისტემები განკუთვნილია ისეთი შენობებისთვის, როგორებიცაა: სასტუმროები, სავაჭრო და ბიზნეს ცენტრები, საწარმოები, მაღალი კლასის საცხოვრებელი კომპლექსები, სამედიცინო ობიექტები და ა.შ.