ინდუსტრიული ავტომატიზაცია

ინდუსტრიული ავტომატიზაცია ქარხნების, საწარმოებისა და საწყობების პროცესების მართვის სისტემებს წარმოადგენს. ინდუსტრიული ავტომატიზაციის მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სისტემების ეფექტურობის გაზრდას შეუწყოს ხელი.

ინდუსტრიული ავტომატიზაცია შესაძლებლობას გაძლევთ გააუმჯობესოთ წარმოების ხარისხი, მოქნილობა და პროცესების უსაფრთხოება. ამას გარდა, სისტემებისა და ტექნოლოგიების ავტომატიზაციის მნიშვნელოვან უპირატესობას მისი ხარჯთეფექტურობა წარმოადგენს.

ინდუსტრიული ავტომატიზაცია შემდეგი სისტემების მართვას მოიცავს:

  • მონაცემთა შეგროვებისა და მართვის (SCADA) სისტემის ინტეგრაცია
  • ელექტრო ძრავების სისტემები
  • საწარმოო ხაზების სისტემები
  • საწარმოო დანადგარების სისტემები
  • აღრიცხვის კვანძების სისტემები
  • განათების სისტემები
  • ელექტრო მომარაგების სისტემები
  • განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაცია
  • სხვადასხვა გარე მოწყობილობების პროგრამულ დანერგვა

პარტნიორები

შეთავაზება

იუჯითი გთავაზობთ გამოცდილი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ინჟინრების კონსულტაციას და თქვენი საწარმოს საჭიროებებზე მორგებული შეთავაზების მომზადებას. ჩვენი მომსახურება მოიცავს:

  • კონსულტაციას
  • პროექტირებას
  • სისტემების ინსტალაციას და ინტეგრაციას
  • პროგრამირებას და თითოეული სისტემის გაშვებას

ჩვენი მომხმარებლები

ინდუსტრიული ავტომატიზაციის სისტემები განკუთვნილია ისეთი ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი წარმოება ან სასაწყობე პროცესების ეფექტური მართვა ესაჭიროებათ.