კიბერ უსაფრთხოება

კიბერ უსაფრთხოება იცავს IT სისტემებს, ქსელურ ინფრასტრუქტურას და კრიტიკულად მნიშვნელოვან მონაცემებს არაავტორიზებული წვდომისგან, ქურდობისგან, დაზიანებისგან და სხვა საფრთხის შემცველი მოქმედებებისგან. ჩვენი კიბერ უსაფრთხოების გადაწყვეტები აერთიანებს სხვადასხვა სისტემებს კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

კიბერ უსაფრთხოება გადამწყვეტია დღევანდელ ციფრულ ეპოქაში, სადაც კიბერ საფრთხეები მუდმივად ვითარდება და იხვეწება.

იუჯითის კიბერ უსაფრთხოების გადაწყვეტები მოიცავს ქსელის უსაფრთხოებას, სამუშაო ადგილების დაცვას, ვირტუალიზაციის და ღრუბლოვანი გარემოს უსაფრთხოებას.

პარტნიორები

შეთავაზება

იუჯითის კიბერ უსაფრთხოების მიმართულებას რეგიონში საუკეთესო არქიტექტები და სპეციალისტები ჰყავს. ჩვენს გუნდს, მსოფლიოში წამყვან კიბერ უსაფრთხოების მწარმოებლებთან ერთად, არაერთი უნიკალური და მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული.

იუჯითის კიბერ უსაფრთხოების გადაწყვეტები მოიცავს:

  • კომპიუტერული ქსელის, სამუშაო სადგურების და ვირტუალური გარემოს დაცვას
  • ვებ საიტების, მობილური აპლიკაციების და მონაცემთა ბაზების უსაფრთხოებას
  • პრივილეგირებული წვდომის მართვას და ინფორმაციული მოვლენების ანალიტიკას
  • მონაცემთა კლასიფიკაციას, მონაცემთა გაჟონვის პრევენციას და შიფრაციას

ჩვენი მომხმარებლები

იუჯითის კიბერ უსაფრთხოების გადაწყვეტები განკუთვნილია კერძო და საჯარო სექტორში მოღვაწე, მსხვილი და საშუალო ორგანიზაციებისთვის. ჩვენი მომხმარებლები არიან ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, საჯარო ორგანიზაციები, სატელეკომუნიკაციო კომპანიები, საწარმოები, დონორი ორგანიზაციები და სხვა.