საინჟინრო ინფრასტრუქტურა

მონაცემთა ცენტრის საინჟინრო ინფრასტრუქტურა აერთიანებს სისტემებს, რომლებიც მონაცემთა ცენტრის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვისაა საჭირო. საინჟინრო ინფრასტრუქტურის გადაწყვეტების საშუალებით მონაცემთა ცენტრი მაქსიმალურად არის დაზღვეული ისეთი რისკებისგან, როგორიცაა: გადახურება, ტენიანობა, ხანძარი, ელექტროენერგიის წყვეტა და არასანქცირებული დაშვება.

მონაცემთა ცენტრის საინჟინრო ინფრასტრუქტურის გადაწყვეტები IT ინფრასტრუქტურის შეუფერხებელ და უსაფრთხო ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. საინჟინრო ინფრასტრუქტურის გადაწყვეტები მოიცავს ისეთ სისტემებს, როგორიცაა:

  • გაგრილებისა და კონდიცირების სისტემები
  • ელექტრო ენერგიის უწყვეტი მიწოდება და კონტროლი
  • ხანძრის აღმოჩენისა და ქრობის სისტემები
  • გარემო პარამეტრების უწყვეტი მონიტორინგი და კონტროლი
  • აწეული სისტემური იატაკი
  • სტრუქტურირებული საკაბელო ინფრასტრუქტურა

მონაცემთა ცენტრის საინჟინრო ინფრასტრუქტურის ეფექტური დაპროექტება გადამწყვეტ როლს ასრულებს მონაცემთა ცენტრში IT აღჭურვილობის საიმედოობის, ხელმისაწვდომობისა და უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფაში.

პარტნიორები

შეთავაზება

საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, იუჯითის გუნდი თანამედროვე, ეკომეგობრულ და ხარჯთ-ეფექტურ სისტემებს გთავაზობთ. ჩვენი გამოცდილი ინჟინრები უშუალოდ თქვენს IT ინფრასტრუქტურაზე მორგებული გადაწყვეტების შერჩევასა და დანერგვას უზრუნველყოფენ. იუჯითის მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტების მიერ განხორციელდა რეგიონის მასშტაბით უმსხვილესი მონაცემთა ცენტრები, როგორც საჯარო ორგანიზაციებში, ისე კერძო სექტორში.

ჩვენი მომხმარებლები

იუჯითის საინჟინრო ინფრასტრუქტურის გადაწყვეტები განკუთვნილია კერძო და საჯარო სექტორში მოღვაწე, მსხვილი და საშუალო ორგანიზაციებისთვის. ჩვენი მომხმარებლები არიან ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, საჯარო ორგანიზაციები, სატელეკომუნიკაციო კომპანიები, საწარმოები, დონორი ორგანიზაციები და სხვა.