IT ინფრასტრუქტურა

IT ინფრასტრუქტურის გადაწყვეტები პროდუქტების, ტექნოლოგიების და კომპეტენციების ერთობლიობაა, რომლის მიზანიც კლიენტის ამოცანების გადაჭრისთვის საიმედო, მასშტაბირებადი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაა. IT ინფრასტრუქტურული გადაწყვეტები არსებით როლს ასრულებს კლიენტის სტრატეგიული მიზნების და ბიზნეს ამოცანების მიღწევაში.

იუჯითის მიზანია IT ინფრასტრუქტურის გადაწყვეტების საშუალებით ორგანზიაციებს პროდუქტიულობის გაზრდასა და ოპერაციებისათვის საჭირო დროის შემცირებაში დაეხმაროს.

იუჯითის მაღალი კვალიფიკაციის მქონე, მსოფლიოში წამყვანი ვენდორების მიერ აღიარებული ინჟინრები და არქიტექტები, უშუალოდ თქვენს ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტების შერჩევასა და დანერგვას უზრუნველყოფენ.

პარტნიორები

შეთავაზება

იუჯითი მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური გიგანტების HPE-ის, Dell Technologies-ის, VMware-ის, Aruba-ს, Cisco-ს და სხვა ვენდორების გამოთვლითი, მონაცემთა სანახი სისტემების და ქსელური ინფრასტრუქტურის გადაწყვეტებს გთავაზობთ.

იუჯითის გამოთვლითი და მონაცემთა სანახი სისტემების გადაწყვეტებია:

  • მონაცემთა ცენტრის ვირტუალიზაცია
  • მონაცემთა სანახი სისტემების კონსოლიდაცია
  • მაღალი წარმადობის გამოთვლითი სისტემები
  • დესკტოპ ვირტუალიზაცია (VDI)
  • ჰიპერკონვერგენტული ინფრასტრუქტურა
  • მონაცემთა რეზერვირება და არქივაცია
  • IT ინფრასტრუქტურის და აპლიკაციების მონიტორინგი
  • მაღალმდგრადი კლასტერები
  • ხელოვნური ინტელექტის (AI) გადაწყვეტები

იუჯითის საშუალო და დიდი ზომის კორპორატიული ქსელის ინფრასტრუქტურული გადაწყვეტები და სისტემებია:

  • პასიური ქსელი
  • უკაბელო ქსელი
  • სატელეფონო ქსელი და სადგურები
  • მოშორებული წვდომის სისტემები და დაშვების წერტილები
  • პროგრამულად მართვადი ქსელები
  • ქსელზე წვდომის კონტროლის სისტემები
  • ქოლ ცენტრის სისტემები
  • ვიდეო საკონფერენციო სისტემები

იუჯითის მონაცემთა ცენტრის ქსელური გადაწყვეტებია:

  • მონაცემთა ცენტრის ქსელური ფაბრიკა
  • ქსელის ვირტუალიზაციის სისტემები
  • მონაცემთა ცენტრის პროგრამულად მართვადი ქსელური სისტემები

ჩვენი მომხმარებლები

იუჯითის IT ინფრასტრუქტურული გადაწყვეტები განკუთვნილია კერძო და საჯარო სექტორში მოღვაწე მსხვილი და საშუალო ზომის ორგანიზაციებისთვის. ჩვენი მომხმარებლები არიან ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, საჯარო ორგანიზაციები, სატელეკომუნიკაციო კომპანიები, საწარმოები, დონორი ორგანიზაციები და სხვა.